მევენახეებმა უკვე 95.6 მლნ-ის შემოსავალი მიიღეს – როგორ მიმდინარეობს რთველი?

მევენახეებმა უკვე 95.6 მლნ-ის შემოსავალი მიიღეს – როგორ მიმდინარეობს რთველი?

კახეთის რეგიონში რთველი აქტიურად მიმდინარეობს. ღვინის ეროვნული სააგენტოს განახლებული ინფორმაციით, 16 სექტემბრის მდგომარეობით 7 000-მდე მევენახემ ყურძნის ჩაბარებით 95.6 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო. ამ პერიოდისთვის კი კახეთში ჯამში 76 804 ტონა ყურძენია გადამუშავებული.

სააგენტოში განმარტავენ, რომ კერძო ღვინის კომპანიები ყურძენს ხარისხის მიხედვით აფასებენ. რთველი აქტიურ ფაზაშია გურჯაანის, ყვარლის, ლაგოდეხის, თელავის, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში, საგარეჯოს და ახმეტის მუნიციპალიტეტები რთველში ყურძნის საჭირო კონდიციაში შესვლისთანავე ჩაერთვებიან. რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 300-ზე მეტი ღვინის კომპანია და მარანი. სხვადასხვა მოცულობის ყურძენი150-მდე კომპანიამ უკვე გადაამუშავა.

„ყოველდღიურად 70-80, მათ შორის უმეტესობა კერძო მარანი იბარებს ყურძენს და კერძო კომპანიები თეთრ ყურძენში 95 თეთრს და მეტს იხდიან“, – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

“თბილღვინოს” მთავარი მეღვინე კი აღნიშნავს, რომ კომპანია ხარისხიან ყურძენზე მოთხოვნის ზრდის შემთხვევაში, ფასის მომატებისთვის მზად არის.

„ამ ეტაპზე კერძო მევენახეებიდან რქაწითელის ყურძენს ვიღებთ. მაღალხარისხიან კონდიციურ ყურძენში 95 თეთრს ვიხდით. სულ 3000 ტონა ყურძნის შესყიდვას ვაპირებთ. ხარისხიანი ყურძნის შერჩევას ვცდილობთ და თუ ბაზარზე მოთხოვნა ხარისხიან ყურძენზე გაიზარდა, არ გამოვრიცხავ ყურძნის ჩასაბარებელი ფასი გავზარდოთ“, – აღნიშნა „თბილღვინოს“ მთავარი მეღვინე გია გაგნიძემ.

მსგავსი სიახლეები

ლაშა ხუციშვილი და ნათია თურნავა IMF-ის დირექტორის მოადგილეს შეხვდნენ

ლაშა ხუციშვილი და ნათია თურნავა IMF-ის დირექტორის მოადგილეს შეხვდნენ

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ IMF-ის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან გამართეს შეხვედრა. მხარეთა…
ევროპის ცენტრალური ბანკი განაკვეთს მალე შეამცირებს – ლაგარდი

ევროპის ცენტრალური ბანკი განაკვეთს მალე შეამცირებს – ლაგარდი

ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის, კრისტინ ლაგარდის განცხადებით, უწყება რეფინანსირების განაკვეთს უახლოეს მომავალში შეამცირებს. მართალია, ბანკირს ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა ექსპერტები…
თბილისის ენერგომოხმარება იზრდება – “თელასი” ანგარიშს აქვეყნებს

თბილისის ენერგომოხმარება იზრდება – “თელასი” ანგარიშს აქვეყნებს

კომპანია „თელასმა“ 2024 წლის პირველი კვარტალის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, თბილისის აბონენტების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია წლიურად 5.5%-ით არის გაზრდილი. ასევე…