ყველაზე ძვირად გაყიდული სახელმწიფო ქონების რეიტინგი

ყველაზე ძვირად გაყიდული სახელმწიფო ქონების რეიტინგი

2022 წლის განმავლობაში მთავრობამ პრივატიზების გეგმის შესრულება ვერ შეძლო. ბიუჯეტის მონაცემებით, გეგმით განსაზღვრული 300 მილიონის ნაცვლად მხოლოდ 197 მილიონის მობილიზება მოხდა, რაც გეგმის 65.6%-ია.

BMG-იმ სახელმწიფო ქონების ეროვნნული სააგენტოსგან გამოითხოვა სტატისტიკური ინფორმაცია იმის თაობაზე თუ რა ქონებები გაიყიდა გასულ წელს ყველაზე დიდ თანხად, როგორც პრივატიზების, ასევე პირდაპირი მიყიდვის გზით. გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 10 უმსხვილესი აუქციონის შედეგად გაყიდული ქონების საერთო ღირებულება 143.2 მილიონი ლარია, ანუ წლიური შესრულების 73%-ია. ტოპ 20 ქონებაზე კი 164 მილიონი ლარი, ანუ წლიური საპრივატიზაციო შესრულების 83% მოდის.

გასულ წელს ყველაზე ძვირად წყნეთის სამთავრობო აგარაკები გაიყიდა, რომლის რეალიზაციით მიღებული თანხა 48.2 მილიონ ლარს შეადგენდა.

სახელმწიფოს მიერ 2022 წელს პრივატიზებული უმსხვილესი ქონების სია:

1. წყნეთის სამთავრობო აგარაკები – 48,260,000 ლარი, შემძენი გიორგი თხელიძე; გოგა შერმაზანაშვილი; დავით ჭყონია; ეკატერინე მაღლაკელიძე; ვასილ ხანიშვილი; ზაალ ჭანტურია; ლელა აბაკელია; მერაბ სიჭინავა; შპს იბეროტელი4
2. ქალაქ ქობულეთში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 199 441 კვ.მ. მიწის ნაკვეთი – 26,695,736 ლარი, შემძენი შპს „შავი ზღვის სამოთხე 1“
3. თბილისში, ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფო – 16,020,000 ლარი, შემძენი შპს “ჰანსი”
4. ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N49-ში, ყოფილი სპორტის უნივერსიტეტი – 11,020,000 ლარი, შემძენი შპს ვი არ ვაკე თაუერსი
5. ქალაქ თბილისში, რიყის დოქები – 10,020,000 ლარი, შემძენი GLOBAL VICTORY TRUST
6. ქალაქ ფოთში, ახალი პორტის მიმდებარედ არსებული ნაკვეთი – 10,005,000 ლარი, შემძენი შპს ნეოიბერია ჯგუფი
7. მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაფეტვრებში მდებარე უძრავი ქონება – 7,283,753 ლარი, შემძენი გოჩა ძნელაძე
8. ქალაქ წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმი მედეა – 5,830,000 ლარი, შემძენი შპს ასი გრუფ ჰოთელს ჯორჯია
9. მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაფეტვრებში მდებარე 102990 კვ.მ მიწის ნაკვეთი – 4,093,533 ლარი, შემძენი დავით შავგულიძე, გიორგი ცინცაძე გოჩა ქუთათელაძე და ლელა ქუთათელაძე
10. დუშეთის მუნიციპალიტეტში, ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 88854.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი – 4,019,000 ლარი, შემძენი შპს ცენტრი
11. ქალაქ წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმი მედეა – 3,152,300 ლარი, შემძენი შპს აკა
12. ქალაქ თბილისში, ნავთლუღისქუჩა N8-ში (ნაკვ. 23/010) არსებული 6143.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – 2,578,000 ლარი, შემძენი შპს ინტერსითი
13. ქალაქ თელავში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე №6ა/№6ბ-ში და დავით აღმაშენებლის გამზირზე №15ბ-ში მდებარე 32351 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები – 2,300,000 ლარი, შემძენი შპს „საერთაშორისო სავაჭრო ჯგუფი“
14. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფელი დერჩი, სოფელი დღნორისა და ცაგერის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნაკურალეში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთები, ჯამში 350822 კვ.მ – 2,266,370 ლარი, შემძენი შპს „მ-ინვესტმენტი“
15. ქალაქ თბილისში, ბერიაშვილის ქუჩა N10-ში არსებული 14449.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები – 1,853,000 ლარი, შემძენი ნიკოლოზ ელჩიშვილი
16. მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი, გალავანი სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთები 108559 კვ.მ., 10000 კვ.მ. – 1,836,000 ლარი, შემძენი შპს „აი ჯი ჯი გრუპი”
17. ქალაქ ფოთში, 9 აპრილის ხეივანზე არსებული 10807.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – 1,805,000 ლარი, შემძენი შპს თბილისის საინვესტიციო ჯგუფი
18. ქალაქ თბილისში, ქინძმარაულის ქუჩა N12-ში (ნაკვ. 12/015) არსებული 18557.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები – 1,704,000 ლარი, შემძენი შპს ჯორჯიან ალიანსი
19. ქალაქ თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე 4631 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1-№14 შენობა-ნაგებობები – 1,588,433 ლარი, შემძენი შპს „სამეფო მშენებლობა“
20. ქალაქ ბათუმში, ადლიის ქუჩა N58ე-ში არსებული 6923.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – 1,515,000 ლარი, შემძენი ამირან კაკაბაძე.

მსგავსი სიახლეები

მოლოდინია, რომ EURO 2024-ის ტურისტული პაკეტების ღირებულება მინიმუმ 50%-ით გაიზრდება – Travelfy

მოლოდინია, რომ EURO 2024-ის ტურისტული პაკეტების ღირებულება მინიმუმ 50%-ით…

ტურისტული კომპანია Travelfy-ის მარკეტინგის მენეჯერის თქმით, EURO 2024-ისთვის შექმნილ პაკეტებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია. BM.GE-სთან საუბრისას მარიამ დგებუაძე ამბობს, რომ კომპანიაში ტურისტულ…
2023 წელს „გადაიღე საქართველოში“ პროგრამით 9 ფილმის გადაღება უკვე დასრულდა – რომელი ქვეყნებიდან იყო ინტერესი?

2023 წელს „გადაიღე საქართველოში“ პროგრამით 9 ფილმის გადაღება უკვე…

სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“-ს ფარგლებში 2023 წელს ხელშეკრულება 11 პროექტის გადაღებაზე გაფორმდა, საიდანაც გადაღებები 9 ფილმზე უკვე დასრულდა. აღნიშნულის შესახებ სააგენტო…
საქართველოში OneRepublic-ის, Jungle-ის და Scorpions-ის კონცერტები გაიმართება

საქართველოში OneRepublic-ის, Jungle-ის და Scorpions-ის კონცერტები გაიმართება

Black Sea Arena საქართველოში 2024 წლის კამპანიას – „Starring Georgia“-ს იწყებს და ქვეყანაში დაგეგმილი კონცერტების თარიღებსა და მსოფლიოში ცნობილი პოპულარული არტისტების…