გოგიტა თოდრაძე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე მეორე ვადით დაინიშნა

გოგიტა თოდრაძე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე მეორე ვადით დაინიშნა

 

საქართველოს პარლამენტმა საქსტატის საბჭოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე გოგიტა თოდრაძის კანდიდატურა დაამტკიცა. მიმდინარე წლის 3 მაისს გამართულ სხდომაზე, საქსტატის საბჭომ ის საბჭოს თავმჯდომარედ აირჩია და საქართველოს პრემიერ-მინისტრს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგინა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე გოგიტა თოდრაძე მეორე ვადით დანიშნა.

გოგიტა თოდრაძეს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება ეკონომიკის (სტატისტიკის), ასევე სამართალმცოდნეობის მიმართულებით. არის ეკონომიკის აკადემიური დოქტორი.

მას აქვს საქსტატში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ბიზნეს სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსის, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობებზე, ხოლო 2018 წლიდან –აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე.

გოგიტა თოდრაძე 2017 წლის  ნოემბრიდან არის გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ბიზნეს სტატისტიკის ექსპერტთა ჯგუფის წევრი, ხოლო 2019 წლის მაისიდან, გაეროს სტატისტიკის კომისიის (UNSC) წევრი, 2018 წელს აირჩიეს გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს წევრად, ხოლო 2020 წლის აგვისტოდან მის თავმჯდომარედ.

2009 წლიდან ასევე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში.

მსგავსი სიახლეები

ივნისში საქართველოში 12.8%-იანი ინფლაცია იყო

ივნისში საქართველოში 12.8%-იანი ინფლაცია იყო

საქსტატმა 2022 წლის ივნისის თვის ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონე 12.8% იყო. მათ შორის…