დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი – TBC Capital

დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი – TBC Capital

TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტის შეფასებით, დეკემბერის თვეში მცირედი დეფლაციაა მოსალოდნელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში აწ უკვე მეორე თვეა დეფლაციური მდგომარეობა ფიქსირდება, ანუ წინა პერიოდთან შედარებით სამომხმარებლო ფასები იკლებს.

„ნოემბრის ფასების სხვადასხვა ინდექსი ინფლაციის მოდერაციის დინამიკას აჩვენებს. უფრო მეტიც, ექსპორტისა და იმპორტის შემთხვევაში, დეფლაციური დინამიკა უკვე მეორე თვეა რაც ფიქსირდება. ამასთან, სამომხმარებლო კალათაში იმპორტული კატეგორიების ფასებზე სრული ასახვა, ჯერ კიდევ მოსალოდნელია. ადგილობრივი ინფლაციის კუთხით, მოდერაცია კვლავ უფრო მეტი დროითი ჩამორჩენითაა რეალისტური. ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ ნოემბრის რეალური ადგილობრივი ექსპორტის ზრდა, ოქტომბრის მსგავსად, კვლავ ნეგატიურია, რაც ეკონომიკის ზრდის დანორმალიზების დამატებითი არგუმენტია.

თიბისი კაპიტალის მოკლევადიანი პროგნოზირების მოდელის მიხედვით, დეკემბერში, სეზონური ფაქტორების გამორიცხვით, მცირე, მაგრამ ყოველთვიური დეფლაციაა მოსალოდნელი. თუმცა აღსანიშნავია, რომ პროგნოზი ნოემბერშიც ანალოგიური იყო, მაგრამ ფაქტობრივი მაჩვენებელი შედარებით უფრო მაღალი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ყოველთვიური ინფლაციის დინამიკა მაინც მნიშვნელოვან დასტაბილურებას აჩვენებს, რაც ეტაპობრივად წლიურ ინფლაციაშიც აისახება.

ამ ფონზე, წინა კვირაში საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ და რაც უფრო მნიშვნელოვანია, შედარებით შერბილებული კომუნიკაციის ტონი, იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ლარის განაკვეთები მიმდინარე პერიოდის პიკზეა და შემცირება უკვე მომდევნო თვეებში, სულ მცირე მარტშია მოსალოდნელი. ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ ლარის შემოსავლიანობის მრუდი ბოლო პერიოდში კიდევ უფრო შებრუნებულია, ანუ განსაკუთრებით 2 წლიან პერიოდში, რაც უფრო მეტია ვადიანობა, მით უფრო ნაკლებია საპროცენტო განაკვეთი. ეს ბაზრის მონაწილეთა მხრიდან ლარის განაკვეთების შემცირების გაზრდილ მოლოდინებზე მიუთითებს“, – წერია ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები

თბილისში, ახალი აეროპორტის მიმდებარედ მთავრობა სტადიონის აშენებას გეგმავს

თბილისში, ახალი აეროპორტის მიმდებარედ მთავრობა სტადიონის აშენებას გეგმავს

საქართველოს მთავრობა, თბილისში კონკრეტულად კი ვაზიანში, ახალი აეროპორტის მიმდებარედ ახალი 70 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის აშენებას გეგმავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ…
მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირების ₾435 ათასიანი კონკურსი დასრულდა – დეტალები

მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირების ₾435 ათასიანი კონკურსი დასრულდა…

მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე გამოცხადებული 435 ათას ლარიანი კონკურსი დასრულდა. 18 პრეტენდენტს შორის, გამარჯვებული კომპანია Green Studio-ა. ახალი აეროპორტის პროექტზე,…
მიხეილ ხიდურელმა უნგრეთის ბიზნესსექტორს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო

მიხეილ ხიდურელმა უნგრეთის ბიზნესსექტორს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო

„აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, მრგვალი მაგიდის ფორმატით გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ეძღვნებოდა თემას – „ინვესტირება საქართველოში“.…