ეთნიკური უმცირესობები სახელმწიფო პროგრამებით ვერ სარგებლობენ – კვლევა

ეთნიკური უმცირესობები სახელმწიფო პროგრამებით ვერ სარგებლობენ – კვლევა

საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების 12.9% უმუშევარია. სოციალური სამართლიანობის ცენტრის კვლევის თანახმად, საქალაქო დასახლებებში მცხოვრები უმცირესობების 37.4% ეკონომიკურად არააქტიურია, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში ასეთი 40.6%-ია. სამუშაო ძალის გარეთ მყოფი ეთნიკური უმცირესობების მაჩვენებელი მაღალი, 36.2%-ია, 18-34 წლის ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდებში.

ეთნიკური უმცირესობების შემთხვევაში, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი ფულადი შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა გამოკითხულთა 21.7%-თვის.

„მთავარი მიზეზი, რის გამოც, ეთნიკური უმცირესობები ვერ საქმდებიან ქართული ენის არ ცოდნაა. ეთნიკური უმცირესობების 63% ცუდად ან ძალიან ცუდად ცნობს ქართულ ასოებს. საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების 60%-ს ცუდად ან ძალიან ცუდად შეუძლია ქართულ ენაზე მოსაუბრე ადამიანთან კომუნიკაცია, ხოლო ქართული ლიტერატურის კითხვა და ტექსტის შინაარსის გაგება ძალიან ცუდად შეუძლია 84%-ს”, – აღნიშნულია კვლევაში.

კვლევის მიხედვით, ეთნიკურ უმცირესობებს არასდროს უსარგებლიათ ისეთი პროგრამებით, როგორებიცაა: „აწარმოე საქართველოში” (89.6%), „აგროდაზღვევის პროგრამა” (90%), „დანერგე მომავალი” (89.6%), შეღავათიანი აგროკრედიტი” (80.8%). მთავარ მიზეზად ინფორმაციის არ ფლობა სახელდება. ამასთან, გამოკითხულთა 90%-ს მონაწილეობა არასდროს მიუღია საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში, პოლიტიკური პარტიების აგიტაციაში, საარჩევნო სიების დაზუსტებაში. ეთნიკური უმცირესობების დიდ ნაწილს არასდროს მიუმართავს თვითმმართველი ორგანოებისთვის, მეტიც, მათ მთავრობის მუშაობაზე ინფორმაცია არ აქვთ.

სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის გამო, ეთნიკური უმცირესობების დიდი ნაწილი ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ქვეყნიდან წასვლის სურვილს სიღარიბის გამო 40.5% ასახელებს, სამუშაო ადგილების ნაკლებობის გამო 25.9%.

„მიგრაციის მაპროვოცირებელ ფაქტორებად სიღარიბისა და სამუშაო ადგილის პრობლემა ყველა ეთნიკურ ჯგუფში მწვავედ დგას, თუმცა კიდევ უფრო მკვეთრია აზერბაიჯანულ თემში, სამუშაო ადგილების პრობლემა, ასევე აქტუალურია ქისტების თემში, ხოლო სიღარიბე – ურბანულ მცირე ეთნოსებში”, – აღნიშნულია კვლევაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის კვლევა 2022 წელს ჩატარდა. კვლევა რაოდენობრივი იყო, გამოიკითხნენ ჯავახეთის, ქვემო ქართლის, კახეთის აზერბაიჯანელების სოფლებისა და პანკისის ხეობის მოქალაქეები.

მსგავსი სიახლეები

ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის გახსნის შემდეგ, არსებული დაიხურება – ეკონომიკის სამინისტრო

ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის გახსნის შემდეგ, არსებული დაიხურება –…

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ვაზიანში გადატანის შემდეგ, არსებული აეროპორტი დაიხურება. როგორც BMG-ის კითხვის პასუხად ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროდან მოგვწერეს, ვაზიანში ახალი საერთაშორისო…
ახალგაზრდულ ორგანიზაციებს 50 000 დაფინანსების მოპოვება შეუძლიათ – მერიის პროგრამა განახლდა

ახალგაზრდულ ორგანიზაციებს 50 000 დაფინანსების მოპოვება შეუძლიათ – მერიის…

თბილისის მერიამ ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამის პირობები განაახლა, რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდულ ორგანიზაციას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ პროგრამაში და მოიპოვოს…
საქართველოში იახტების იმპორტი 48.5%-ით გაიზარდა

საქართველოში იახტების იმპორტი 48.5%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-მარტში იახტების იმპორტი საქართველოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48.5%-ით გაიზარდა. იანვარ-მარტში საქართველომ 639 510 აშშ დოლარის იახტები (იახტები…