თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული მობილური ტელეფონების  შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული მობილური ტელეფონების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში
,,თბილისის აეროპორტი“ სამართალდარღვევის ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, მებაჟე
ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, პაკისტანის მოქალაქის ს.მ.-ს კუთვნილი
ხელბარგის და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული
მობილური ტელეფონები (საერთო რაოდენობა 27 ცალი) გამოვლინდა.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 41 643 ლარი
შეადგინა.
საქმე შემდგომი რეაგირებისათვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურს გადაეცა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

მსგავსი სიახლეები

ლაშა ხუციშვილი და ნათია თურნავა IMF-ის დირექტორის მოადგილეს შეხვდნენ

ლაშა ხუციშვილი და ნათია თურნავა IMF-ის დირექტორის მოადგილეს შეხვდნენ

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ IMF-ის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან გამართეს შეხვედრა. მხარეთა…
ევროპის ცენტრალური ბანკი განაკვეთს მალე შეამცირებს – ლაგარდი

ევროპის ცენტრალური ბანკი განაკვეთს მალე შეამცირებს – ლაგარდი

ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის, კრისტინ ლაგარდის განცხადებით, უწყება რეფინანსირების განაკვეთს უახლოეს მომავალში შეამცირებს. მართალია, ბანკირს ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა ექსპერტები…
თბილისის ენერგომოხმარება იზრდება – “თელასი” ანგარიშს აქვეყნებს

თბილისის ენერგომოხმარება იზრდება – “თელასი” ანგარიშს აქვეყნებს

კომპანია „თელასმა“ 2024 წლის პირველი კვარტალის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, თბილისის აბონენტების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია წლიურად 5.5%-ით არის გაზრდილი. ასევე…