ლოს-ანჯელესში ღვინის გამოფენაზე რვა ქართული მარანი იყო წარმოდგენილი

ლოს-ანჯელესში ღვინის გამოფენაზე რვა ქართული მარანი იყო წარმოდგენილი

ღვინის მწარმოებელმა რვა მარანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, გამოფენაზე “RAW Wine” აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ღვინოები წარადგინა. გამოფენის სტუმრები ქართული მარნების: „ბაიას ღვინო“, „იბერიული“, „მარანი სილოვანი“, „მუშკუდიანის მარანი“, „ნიკალას მარანი“, „ანაპეა“, „სიმონ ჩხეიძეს ღვინის მარანი“ და „ველინო“ ღვინოებს და, ამავდროულად, ქართული ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებს და ისტორიას გაეცნენ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მიმდინარე წელს, გამოფენაში 14 ქვეყნის 80-მდე მწარმოებელი მონაწილეობდა, მათ შორის, ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, გერმანია, იტალია, ჩილე და სხვა.

“RAW Wine (The Artisan Wine Fair) ერთ-ერთი გამორჩეული გამოფენაა, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის ექსპერტი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი. მსგავს პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინის წარდგენით, იზრდება ქართული ღვინის ცნობადობა, რაც პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და ექსპორტის ზრდის შესაძლებლობას იძლევა.

აღსანიშნავია, რომ აშშ წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. აშშ-ის ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია, სადაც ერთი ლიტრის ფასი 6 აშშ დოლარს აღემატება”, – იტყობინება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

მსგავსი სიახლეები

თბილისში, ახალი აეროპორტის მიმდებარედ მთავრობა სტადიონის აშენებას გეგმავს

თბილისში, ახალი აეროპორტის მიმდებარედ მთავრობა სტადიონის აშენებას გეგმავს

საქართველოს მთავრობა, თბილისში კონკრეტულად კი ვაზიანში, ახალი აეროპორტის მიმდებარედ ახალი 70 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის აშენებას გეგმავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ…
მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირების ₾435 ათასიანი კონკურსი დასრულდა – დეტალები

მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირების ₾435 ათასიანი კონკურსი დასრულდა…

მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე გამოცხადებული 435 ათას ლარიანი კონკურსი დასრულდა. 18 პრეტენდენტს შორის, გამარჯვებული კომპანია Green Studio-ა. ახალი აეროპორტის პროექტზე,…
მიხეილ ხიდურელმა უნგრეთის ბიზნესსექტორს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო

მიხეილ ხიდურელმა უნგრეთის ბიზნესსექტორს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო

„აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, მრგვალი მაგიდის ფორმატით გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ეძღვნებოდა თემას – „ინვესტირება საქართველოში“.…