მენტორინგის პროექტი მშენებლობაში აქტიურ ფაზაში შევიდა

მენტორინგის პროექტი მშენებლობაში აქტიურ ფაზაში შევიდა

“ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის” ორგანიზებით, მენტორინგის პროექტის ფარგლებში, პირველი მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა პროექტში ჩართულ მენტორებსა და მწარმოებელ კომპანიებს შორის.

მენტორინგის პროცესისათვის შერჩეული მწარმოებელი კომპანიები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან არიან. ეს რეგიონებია: სამეგრელო, კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, იმერეთი და გურია. ხოლო მენტორინგს სწევენ ასოციაციის წევრი ისეთი კომპანიების მაღალი რგოლის მენეჯერები, როგორებიცაა არალი, ანაგი, დიკა 2010, ელემენტ კონსტრაქშენი, ენერგონი, ინსი, ლიმ კონსტრაქშენი, პრაიმ ბეტონი, როუდ ქონსთრაქშენი, სამშენებლო ლაბორატორია, ფერი, სელფორდი.

თემურ ტაბატაძე კომპანია “შაჰინის”დამფუძნებელი და დირექტორია. კომპანია ბეტონს აწარმოებს ქვემო ქართლის რეგიონში. მისი თქმით, პროგრამა მრავალმხრივ შესაძლებლობას მისცემს მას, როგორც მწარმოებელს: “მადლობა ორგანიზატორებს და მონაწილეებს ამ პროექტის განხორციელებისათვის. თავად პროგრამის კონცეფცია ჩვენთვის ეს არის როგორც განვითარების შანსი, ასევე ახალი შესაძლებლობების წყარო. გასაღების ბაზრის გაფართოების, ახალი კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა და წარმოებაში ახალი სტანდარტების დანერგვის მოტივატორი.”

მეორე მხრივ, სამშენებლო კომპანიებისათვის მნიშვნელოვანია ადგილობრივ მწარმოებლებთან სანდო პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება. მენტორი კომპანიების წარმომადგენლები მუშაობენ მოწვეულ ექსპერტთან, ნანა მიქაშავიძესთან ერთად, რომ პროცესი მაქსიმალურად შედეგზე ორიენტირებული იყოს და მენტორების მიერ გაწეული სამუშაოები – ეფექტიანი.

“ელემენტ ჰოლდინგის” აღმასრულებელი დირექტორის ზაქრო ებელაშვილის თქმით, მას, როგორც სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელს, მიაჩნია, რომ მრავალი სასარგებლო ინფორმაციის გაზიარება შეუძლია სამშენებლო მასალების მწარმოებლებისათვის: “„ელემენტ ჰოლდინგის“პირველი კომპანია 2007 წელს დაარსდა. დღეს კი ჰოლდინგი სამშენებლო სექტორის 10-ზე მეტ წარმატებულ წარმომადგენელს აერთიანებს. განვითარების გზა საკმაოდ საინტერესო იყო და, ვფიქრობ, ჩვენ ხელთ არსებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება პროექტში ჩართული კომპანიებისთვის სასარგებლო და, რაც მთავარია, შედეგის მომტანი იქნება. ქართული სამშენებლო სექტორის გამოწვევები, მათი დაძლევის საშუალებები, რისკების იდენტიფიცირება და მათი სწორი მართვა, თანამედროვე მენეჯმენტ სისტემა – მენტორინგის პროგრამით ბენეფიციარ კომპანიებს ამ და სხვა არაერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხზე მივაწოდებთ ინფორმაციას. აღსანიშნავია, რომ პროექტი თავისი შინაარსით ზუსტად პასუხობს „ელემენტ ჰოლდინგის“ მიზანს – წვლილი შეიტანოს ქართული სამშენებლო სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებაში. მადლობა „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციას“ აღნიშნული ინიციატივისთვის“.

ნიკა ვადაჭკორიას თქმით, სელფორდის, როგორც დამკვეთი კომპანიისთვის, პროგრამა გაამარტივებს კომუნიკაციას მწარმოებლებთან: “ერთმნიშვნელოვნად აუცილებელია მწარმოებლებთან მჭიდრო კავშირების დამყარება და პერიოდულად ინფორმაციის გაცვლა იმ საჭიროებებზე, რაც ჩვენს სამუშაო პროცესში მუდმივ გამოწვევად რჩება.

მენტორინგის პროგრამა გვიმარტივებს კომუნიკაციის ფორმას რეგიონებში არსებულ მწარმოებელ კომპანიებთან და საშუალებას გვაძლევს ერთობლივად შევიმუშავოთ სამოქმედო გეგმა, წარმოების და მიწოდების ჯაჭვის განსავითარებლად.

მოხარული ვარ, რომ საპილოტე პროექტის ფარგლებში უამრავმა მწარმოებელმა გადაწყვიტა მონაწილეობის მიღება, რაც ცხადყოფს მათ გონივრულ დამოკიდებულებას და მონდომებას საკუთარი ბიზნესის გასავითარებლად. ვფიქრობ, პროექტი მნიშვნელოვან ცვლილებებს მოუტანს მცირე და საშუალო საწარმოების ფუნდამენტურ გარდაქმნას საერთაშორისო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, რაც, სამომავლოდ, ხელს შეუწყობს ადგილობრივი ნაწარმის ექსპორტზე გატანას საგარეო ბაზარზე.” – ამბობს კომპანია “სელფორდის”დირექტორი.

პროექტი, რომელსაც მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია ახორციელებს, მიზნად ისახავს მწარმოებელი კომპანიების დახმარებას მენტორი სამშებლო კომპანიის წარმომადგენლების ჩართულობით. მენტორინგის პროცესში, გამოვლინდება სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანიების საჭიროებები, საგანმანათლებლო და ბიზნესის სერვისების მიმართულებით, რომელთა უზრუნველყოფაც შესაძლებელი გახდება პროგრამის მეშვეობით.

აღნიშნული პროგრამა ხორციელდება „შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტის (RSMEDP) ხელშეწყობით. RSMEDP პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში დასაქმებისა და შემოსავლების გაზრდას, შვეიცარიის თანამშრომლობის, 2022-2025 წლების სამხრეთ კავკასიის რეგიონის პროგრამის შესაბამისად.

მსგავსი სიახლეები

მოლოდინია, რომ EURO 2024-ის ტურისტული პაკეტების ღირებულება მინიმუმ 50%-ით გაიზრდება – Travelfy

მოლოდინია, რომ EURO 2024-ის ტურისტული პაკეტების ღირებულება მინიმუმ 50%-ით…

ტურისტული კომპანია Travelfy-ის მარკეტინგის მენეჯერის თქმით, EURO 2024-ისთვის შექმნილ პაკეტებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია. BM.GE-სთან საუბრისას მარიამ დგებუაძე ამბობს, რომ კომპანიაში ტურისტულ…
2023 წელს „გადაიღე საქართველოში“ პროგრამით 9 ფილმის გადაღება უკვე დასრულდა – რომელი ქვეყნებიდან იყო ინტერესი?

2023 წელს „გადაიღე საქართველოში“ პროგრამით 9 ფილმის გადაღება უკვე…

სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“-ს ფარგლებში 2023 წელს ხელშეკრულება 11 პროექტის გადაღებაზე გაფორმდა, საიდანაც გადაღებები 9 ფილმზე უკვე დასრულდა. აღნიშნულის შესახებ სააგენტო…
საქართველოში OneRepublic-ის, Jungle-ის და Scorpions-ის კონცერტები გაიმართება

საქართველოში OneRepublic-ის, Jungle-ის და Scorpions-ის კონცერტები გაიმართება

Black Sea Arena საქართველოში 2024 წლის კამპანიას – „Starring Georgia“-ს იწყებს და ქვეყანაში დაგეგმილი კონცერტების თარიღებსა და მსოფლიოში ცნობილი პოპულარული არტისტების…