მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნესიდეების მიღება იწყება

მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნესიდეების მიღება იწყება

3 აპრილიდან იწყება ბიზნესიდეების მიღება მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამაზე. ბიზნესიდეების წარმოდგენის ბოლო ვადაა 27 აპრილი, 15:00 საათი.

საგრანტო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს, რომელსაც სურს საკუთარი ბიზნესიდეის წარმატებულ საქმიანობად გარდაქმნა, ან არსებული ბიზნესის გაფართოება.

გრანტის მაქსიმალური მოცულობა 30 000 ლარს შეადგენს. მეწარმის მხრიდან განსახორციელებელი თანამონაწილეობის თანხა შეადგენს გრანტის თანხის არანაკლებ 20%-ს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში არანაკლებ 10%-ს.

არსებული ბენეფიციარის შემთხვევაში, ბენეფიციარის თანამონაწილეობა გრანტის თანხის არანაკლებ 50%-ით, მაღალმთიან დასახლებებში კი, არანაკლებ 25%-ით განისაზღვრა.

პროგრამის ფარგლებში განისაზღვრა რამდენიმე პრიორიტეტი:
ახალი ბიზნესის წამოწყება;
ახალგაზრდა მეწარმე სუბიექტის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება;
ქალი მეწარმის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება;
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება;
შშმ პირთა მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება;
სოციალურად დაუცველი პირის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება;
სოფლად/მაღალმთიან დასახლებებში ბიზნესის დაწყება/გაფართოება;
განთავსების საშუალებებსა და ტურისტულ სერვისებზე ორიენტირებული პროექტის განხორციელება.

პროგრამის საინფორმაციო შეხვედრების განრიგი განთავსდება სააგენტოს სოციალურ ქსელებში.

შენიშვნა: მნიშვნელოვანია, რომ წლევანდელ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეზღუდებათ 2020-2022 წლებში გამარჯვებულ და 2015-2018 წლების ორჯერ დაფინანსებულ ბენეფიცარებს.

მსგავსი სიახლეები

საქართველომ ევროპის ბიზნეს ანგელოზთა კონგრესის მასპინძლობისთვის განაცხადი შეიტანა

საქართველომ ევროპის ბიზნეს ანგელოზთა კონგრესის მასპინძლობისთვის განაცხადი შეიტანა

აქსელის, საქართველოს ბიზნეს ანგელოზთა ქსელის ინიციატივით, საქართველომ ევროპის ბიზნეს ანგელოზთა ქსელის (EBAN) კონგრესის მასპინძლობისათვის განაცხადი შეიტანა. ევროპის ბიზნეს ანგელოზთა კონგრესი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საინვესტიციო კონფერენცია ევროპაში, რომელიც…
წელს კავკასიასა და ცენტრ. აზიაში ეკონომიკური ზრდა 3.9%-მდე შენელდება, 2025 წელს 4.8%-მდე დაჩქარდება – IMF

წელს კავკასიასა და ცენტრ. აზიაში ეკონომიკური ზრდა 3.9%-მდე შენელდება,…

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2024 წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები განაახლა. ორგანიზაციის პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წელს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ეკონომიკური ზრდა…
ჩინეთი-შუა დერეფანი-იტალია – ერთწლიანი პაუზის შემდეგ საკონტეინერო გადაზიდვები განახლდა

ჩინეთი-შუა დერეფანი-იტალია – ერთწლიანი პაუზის შემდეგ საკონტეინერო გადაზიდვები განახლდა

ჩინეთი-შუა დერეფანი-იტალია – ერთწლიანი პაუზის შემდეგ, “ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით” საკონტეინერო გადაზიდვები განახლდა. გადაზიდვას სინცზიანიდან ნეაპოლამდე „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ და…