პორტებში ტვირთბრუნვა 16.6%-ით გაიზარდა

პორტებში ტვირთბრუნვა 16.6%-ით გაიზარდა

საქართველოს პორტებში ტვირთები გაიზრდა. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, ნავსადგურები იანვარ-აპრილში 4 მლნ ტონა ტვირთს მოემსახურნენ. ზრდა წლიურ ჭრილში 0.5 მლნ ტონაა. გაზრდილია ტვირთბრუნვა როგორც ფოთის, ასევე ბათუმის პორტებში. ჯამში პორტებზე  საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვის 31.2% მოდის. 

ტვირთბრუნვა საქართველოს პორტებში / 2022 წლის 4 თვე

• ფოთის პორტი – 2.4 მლნ ტონა, წლიურად ზრდა 0.2 მლნ ტონა
• ბათუმის პორტი – 1.6 მლნ ტონა, წლიურად ზრდა 0.3 მლნ ტონა

აღსანიშნავია, რომ გაზრდილია საკონტეინერო ტვირთბრუნვაც. გასულ წელთან შედარებით, ჯამში 6.5%-ით.

პორტების მიერ გადამუშავებული კონტეინერები / 2022 წლის 4 თვე

• ფოთის პორტი – 102 890 TEU (+ 4935 TEU)
• ბათუმის პორტი – 33 745 TEU ( + 3434 TEU)
• სულ – 136 635 TEU ( + 8370 TEU)

მსგავსი სიახლეები

საქართველოს დერეფანში ტვირთების 68% “ტრაილერებით” გადაიზიდება

საქართველოს დერეფანში ტვირთების 68% “ტრაილერებით” გადაიზიდება

საქართველოს დერეფანში წლის პირველ ოთხ თვეში 12.8 მლნ ტონა ტვირთის გადაზიდვა განხორციელდა. ეს 200 ათასი ტონით მეტია 2021 წლის პირველ ოთხ…