რაზე ისაუბრეს ლევან დავითაშვილმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა შეხვედრაზე?

რაზე ისაუბრეს ლევან დავითაშვილმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა შეხვედრაზე?

საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პეტერ სიიარტომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე – ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ორი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებმა დეტალურად განიხილეს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მზარდი დინამიკა და ის პოტენციალი, რომელიც ქვეყნებს შორის კიდევ უფრო დიდი ურთიერთკავშირის განვითარების საშუალებას იძლევა.

„უნგრეთი საქართველოს განიხილავს მნიშვნელოვან პარტნიორად. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სავაჭრო ურთიერთობებზე, სადაც პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ქართული ექსპორტის გაზრდა უნგრულ ბაზარზე“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

მათივე ინფორმაციით, პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთი ქართული და უნგრული კომპანიების პარტნიორობის გაღრმავებას აქტიურად უჭერს მხარს და მზად არის, დააფინანსოს მათი ერთობლივი ბიზნესპროექტები. მხარეებმა საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომის უახლოეს მომავალში გამართვის შესახებ მზადყოფნა გამოთქვეს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარის“ ოპერირების მნიშვნელობაზე საქართველოს საავიაციო და ტურისტული ბაზრის განვითარებისთვის.

უწყების ცნობით, ლევან დავითაშვილმა უნგრელ კოლეგასთან საქართველოს ეკონომიკურ პოლიტიკასა და იმ ამოცანებზე ისაუბრა ვრცლად, რომლებიც საგარეო, განსაკუთრებით ევროპული ქვეყნების ბაზრებზე ქართული ექსპორტის გაზრდისა და სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვისაა პრიორიტეტული. მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებს, რომლებიც რთული გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად, მზარდია და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. ვიცე-პრემიერის განცხადებით, რეგიონის მიმართ გაჩენილი მაღალი რისკების მიუხედავად, საქართველო ინვესტორებისთვის კვლავ მიმზიდველ საინვესტიციო პარტნიორ ქვეყნად რჩება და ამას მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უცხოური ინვესტიციების რეკორდული ზრდის მაჩვენებლებიც ადასტურებს.
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ 2022 წლის 5 თვეში საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 30%-ით არის გაზრდილი.

მსგავსი სიახლეები

ომი და ეკონომიკური ზრდა

ომი და ეკონომიკური ზრდა

ინტერვიუ ვლადიმერ პაპავასთან – პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ- თანამშრომელი, აკადემიკოსი გლობალურად ეკონომიკები მცირდება. ჩვენთან პირიქით, პირველი კვარტლის შედეგებით…
საქართველოს ეკონომიკის ამჟამინდელი ზრდის მაჩვენებელი აღსანიშნავია – EBRD

საქართველოს ეკონომიკის ამჟამინდელი ზრდის მაჩვენებელი აღსანიშნავია – EBRD

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი უძღვებოდა. სხდომის შესახებ საუბრობს კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის…
რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა მსოფლიოსა და საქართველოს ეკონომიკაზე

რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა მსოფლიოსა და საქართველოს ეკონომიკაზე

რამაზ აბესაძე, პროფესორი მართალია, ომი უშუალოდ რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარეობს, მაგრამ მასში სხვადასხვა სახით (იარაღის მიწოდება, ჰუმანიტარული დახმარება, ლტოლვილების მიღება,…