საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა

საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა

საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა.
ესკო-ს ოპერატიული მონაცემებით, ივნისში ექსპორტზე 350.1 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გავიდა. მიწოდება ძირითადად თურქეთისთვის მოხდა – 295.4 მლნ კვტ.საათის მოცულობით,  დანარჩენი 54.67 მლნ კვტ.სთ – სომხეთში გავიდა. 
აღსანიშნავია, რომ ექსპორტის მაჩვენებელი ახლოს არის ელექტროენერგიის ბალანსის ბოლო ცვლილებებთან. 15 ივნისს ბალანსში განხორციელებული ცვლილებით, ივნისში ექსპორტი 347 მლნ კვტ.სთ უნდა ყოფილიყო.
ეკონომიკის სამინისტრო ელის, რომ წელს ექსპორტზე 667,6 კვტ.სთ ელექტროენერგია გავა. მათ შორის, ივლისში 48.5 მლნ კვტ.სთ-ს გატანაა ნავარაუდევი, თუმცა მოლოდინია, რომ მიმდინარე თვეში ექსპორტის მაჩვენებელი დაგეგმილს გადააჭარბებს. 
ექსპორტის ზრდა წყალუხვმა სეზონმა და თურქეთში არსებულმა მაღალმა ფასებმა განაპირობა.

მსგავსი სიახლეები