საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა

საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა

საქსტატმა დღეს სამუშაო ძალის განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა. მისი მიხედვით, მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა და ის 15.6%-ს შეადგენს. ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, ქვეყანაში უმუშევრად სულ 250.7 ათასი ადამიანი ითვლება. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 60 ათასით ნაკლებია. 

სტატისტიკის თანახმად, ოფიციალურად დასაქმებულად ითვლება 1.36 მილიონი ადამიანი, რაც წინა წელთან შედარებით 77.5 ათასით მეტია.  

“2022 წლის III კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 52 ათასი კაცით (6.0%) და 913.8 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 25.8 ათასით გაიზარდა (6.2%) და 444.3 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 60.1 ათასით (19.3%) და 250.7 ათასი შეადგინა.

2022 წლის III კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 45.9 ათასი კაცით (5.3%), თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა გაზრდილია 43.1 ათასით (10.7%), ხოლო უმუშევართა რიცხოვნობა 30.8 ათასითაა (11.0%) შემცირებული.

2022 წლის III კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში არ შეცვლილა და 67.3 პროცენტს შეადგენს,”- განათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

მსგავსი სიახლეები

პრემიერ-მინისტრი გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობას. ხაზი გაესვა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მნიშვნელობას კონფლიქტების პრევენციის, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. საუბრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და არაღიარების პოლიტიკას. აღინიშნა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუციის მნიშვნელობა დაზარალებული მოსახლეობის მხარდასაჭერად. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულება დაადასტურა.
ჩინეთიდან ვიზიტები 290%-ით გაიზარდა – უვიზო რეჟიმის ეფექტი

ჩინეთიდან ვიზიტები 290%-ით გაიზარდა – უვიზო რეჟიმის ეფექტი

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ჩინეთიდან ვიზიტები მზარდია. გასული წლის 11 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედა. შესაბამისად, მათ ტურისტული მიზნებისთვის უვიზოდ შემოსვლა და…
საცხოვრებელი უძრავი ქონება წლიურად 13%-ით გაძვირდა – საქსტატი

საცხოვრებელი უძრავი ქონება წლიურად 13%-ით გაძვირდა – საქსტატი

2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.1%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13% პროცენტი…