ქვეყნები, სადაც რეფინანსირების განაკვეთი ყველაზე მაღალია – რეიტინგი

ქვეყნები, სადაც რეფინანსირების განაკვეთი ყველაზე მაღალია – რეიტინგი

რეკორდული ინფლაციის ფონზე, რომელიც Trading Economics-ის ინფორმაციით 109%-ს შეადგენს, არგენტინის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 600 საბაზისო პუნქტით, 97%-მდე გაზარდა. როგორც სამხრეთ ამერიკის რიგით მესამე ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ასეთი მკვეთრი გადაწყვეტილება უწყებამ ფინანსური მერყეობის ინფლაციურ წნეხზე დაწოლისგან დასაცავად მიიღო.

რეფინანსირების განაკვეთი, რამდენადაც რთულად არ უნდა ჟღერდეს ის, რეალურად, საკმაოდ იოლ ცნებას აღნიშნავს. მარტივად რომ ვთქვათ, რეფინანსირების განაკვეთი არის ის ფასი, რომელსაც კომერციული ბანკები იხდიან, როცა ეროვნული ბანკისგან სესხს იღებენ. რაც უფრო მაღალია რეფინანსირების განაკვეთი, მით უფრო ნაკლებად იღებენ კომერციული ბანკები სესხებს და პირიქით. ამგვარად, რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება საბანკო სექტორის ერთობლივ მოთხოვნას ცვლის, რაც, საბოლოო ჯამში, ინფლაციის დინამიკაზე აისახება. ინფლაციის მაჩვენებლის ქვეყნის ხელისუფლების მიერ დადგენილ სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს ყოფნა კი, ნებისმიერი ეროვნული თუ ცენტრალური ბანკის მთავარი მოვალეობაა. ინფლაციის გარდა, რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება გავლენას ახდენს ეკონომიკის სხვა მიმართულებებზეც.

ქვეყნები, სადაც რეფინანსირების განაკვეთი ყველაზე მაღალია:

სუდანი – 27.3% (ინფლაცია 63.3%)
განა – 29.5% (ინფლაცია 41.2%)
ვენესუელა – 59.3% (ინფლაცია 156%)
არგენტინა – 97% (ინფლაცია 109%)
ზიმბაბვე – 150% (ინფლაცია 75.2%)

ქვეყნები, სადაც რეფინანსირების განაკვეთი ყველაზე დაბალია:

იაპონია – -0.1% (ინფლაცია 3.2%)
კაბო-ვერდე – 0.25% (ინფლაცია 5.6%)
ფიჯი – 0.25% (ინფლაცია 2%)
კამბოჯა – 0.88% (ინფლაცია 2.2%)
შვეიცარია – 1.5% (ინფლაცია 2.6%)

რა მდგომარეობაა რეგიონში – სად არის ყველაზე მაღალი რეფინანსირების განაკვეთი?

რუსეთი – 7.5% (ინფლაცია 2.3%)
თურქეთი – 8.5% (ინფლაცია 43.7%)
აზერბაიჯანი – 9% (ინფლაცია 13.6%)
საქართველო – 10.5% (ინფლაცია 2.7%)
სომხეთი – 10.75% (ინფლაცია 3.2%)

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ბოლო სხდომა 10 მაისს გაიმართა, რომელზეც უწყებამ რეფინანსირების განაკვეთი 10.5%-მდე შეამცირა. ქვეყანაში ინფლაციის კლების ფონზე, მოსალოდნელია, რომ მომავალ თვეებში რეფინანსირების განაკვეთი კიდევ დაიკლებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეროვნული ბანკი კვლავ მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

თბილისში, ახალი აეროპორტის მიმდებარედ მთავრობა სტადიონის აშენებას გეგმავს

თბილისში, ახალი აეროპორტის მიმდებარედ მთავრობა სტადიონის აშენებას გეგმავს

საქართველოს მთავრობა, თბილისში კონკრეტულად კი ვაზიანში, ახალი აეროპორტის მიმდებარედ ახალი 70 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის აშენებას გეგმავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ…
მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირების ₾435 ათასიანი კონკურსი დასრულდა – დეტალები

მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირების ₾435 ათასიანი კონკურსი დასრულდა…

მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე გამოცხადებული 435 ათას ლარიანი კონკურსი დასრულდა. 18 პრეტენდენტს შორის, გამარჯვებული კომპანია Green Studio-ა. ახალი აეროპორტის პროექტზე,…
მიხეილ ხიდურელმა უნგრეთის ბიზნესსექტორს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო

მიხეილ ხიდურელმა უნგრეთის ბიზნესსექტორს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო

„აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, მრგვალი მაგიდის ფორმატით გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ეძღვნებოდა თემას – „ინვესტირება საქართველოში“.…