კვარაცხელიას გოლი და საგოლე გადაცემა

კვარაცხელიას გოლი და საგოლე გადაცემა

სერია A-ს 21-ე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „სპეცია“ 3:0 დაამარცხა. ხვიჩა
ვარაცხელიამ მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა და გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა
– მის ანგარიშზე ამ სეზონში ჩემპიონატზე 8 გოლი და 9 საგოლე პასია.
მივყვეთ ქრონოლუგიურად: როგორც მოსალოდნელი იყო ინიციატივას თავიდანვე
სტუმრები დაეუფლენ, პირველი მომენტი მე-11 წუთზე შექმნეს, როდესაც
კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე ყველას დი ლორენცომ დაასწრო, მაგრამ მიზანს
ვერ უწია. შემდეგ კვარაცხელიამ ამპადუს ბურთი აართვა, მეტოქემ წააქცია და
ყვითელი ბარათი მიიღო. მორიგი იერიშისას ხვიჩამ დრიბლინგი წამოიწყო,
საჯარიმოს ხაზთან მოცელეს, თავად დაარტყა
კარში და ბურთი მცველმა გამოიტანა. 37-ე წუთზე ქართველი ისევ შეიჭრა
საჯარიმოში, გატანა სცადა, თუმცა ოდნავ ააცილა კარს. პირველი ტაიმის
დასასრულს „კვარამ“ ოსიმენი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და ნიგერიელმა შანსი
ვერ გამოიყენა.
შესვენების შემდეგ მწვრთნელმა სპალეტიმ ლოსანო პოლიტანოთი შეცვალა, მასთან
ბრძოლაში ბურთი საჯარიმოში ხელზე რეცას მოხვდა, პენალტი კი კვარაცხელიამ
ზუსტად შეასრულა და მიმდინარე ჩემპიონატზე მერვე გოლი გაიტანა.
ნეპოლელებმა მოწინააღმდეგეზე ზეწოლა გააგრძელეს, ხვიჩამ რამდენიმე
მეტოქესთან გარემოცვაში მოახერხა დარტყმა და ბურთს მეკარე დაეუფლა. ცოტა
ხანში ოსიმენმა გაიტანა, მსაჯმა კი მიიჩნია, რომ მან თამაშის წესები დაარღვია და
გოლი არ ჩაუთვალა. თუმცა, მალე „კვარას“ ჩაწოდების მერე ბურთი მცველებმა
გამოიტანეს, გამოსვლაზე მეკარეს ოსიმენმა აჯობა და ნეაპოლელები 2:0
დააწინაურა. ცოტა ხანში „კვარა“ მეკარესთან პირისპირ გაიჭრა, ყველა ელოდა, რომ
თავად გაიტანდა, თუმცა უკეთეს პოზიციაზე მყოფი ოსიმენი მონახა და ამ სეზონში
მეთექვსმეტე გოლი გაატანინა. მოკლედ, „კვარამ“ თავისი საქმე გააკეთა და
სპალეტიმ შეცვალა.
„ნაპოლი“ 56 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან „ინტერს“ 16 ქულით უსწრებს
და 12 თებერვალს „კრემონეზეს“ მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ლაშა ხუციშვილი და ნათია თურნავა IMF-ის დირექტორის მოადგილეს შეხვდნენ

ლაშა ხუციშვილი და ნათია თურნავა IMF-ის დირექტორის მოადგილეს შეხვდნენ

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ IMF-ის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან გამართეს შეხვედრა. მხარეთა…
ევროპის ცენტრალური ბანკი განაკვეთს მალე შეამცირებს – ლაგარდი

ევროპის ცენტრალური ბანკი განაკვეთს მალე შეამცირებს – ლაგარდი

ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის, კრისტინ ლაგარდის განცხადებით, უწყება რეფინანსირების განაკვეთს უახლოეს მომავალში შეამცირებს. მართალია, ბანკირს ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა ექსპერტები…
თბილისის ენერგომოხმარება იზრდება – “თელასი” ანგარიშს აქვეყნებს

თბილისის ენერგომოხმარება იზრდება – “თელასი” ანგარიშს აქვეყნებს

კომპანია „თელასმა“ 2024 წლის პირველი კვარტალის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, თბილისის აბონენტების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია წლიურად 5.5%-ით არის გაზრდილი. ასევე…