თბილისის მერია რიყის ტერიტორიაზე ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
მერიაში აცხადებენ, რომ შპს „რიყე დომ“-ის საკუთრების მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის დემონტაჟის ნებართვა გაცემულია.
თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნული ტერიტორია წლების მანძილზე წარმოადგენდა მიტოვებულ სამშენებლო ობიექტს, რომელიც 2022 წლიდან კერძო საკუთრებაშია.
მათივე განმარტებით, საქართველოს მთავრობის 2025 წლის 6 მაისის განკარგულების თანახმად, ტერიტორიის განვითარება გულისხმობს სასტუმროს პროექტის შექმნას, რაც შესაძლოა, მოიცავდეს სადემონტაჟო სამუშაოებს.
„უძრავი ქონების განვითარება მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) სასტუმროს შექმნას (რაც შესაძლოა, მოიცავდეს, სამშენებლო/სადემონტაჟო სამუშაოების განხორციელებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით), შესაბამისი შენობა ნაგებობ(ებ)ბის კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღებას (ასეთის საჭიროების შემთხვევაში), ასევე, სასტუმროს ფუნქციონირების დაწყებას“, – აღნიშნულია მთავრობის შესაბამის განკარგულებაში.
რაც შეეხება თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემულ თანხმობას, თბილისის მერიის ცნობით, შეთანხმდა რიყის ტერიტორიაზე შპს „რიყე დომ“- ის საკუთრების მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის დემონტაჟის პროექტი და გაიცა დემონტაჟის ნებართვა.
„გაცნობებთ, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი N13, 16.04.2026წ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ 25/06/2026 წლის № 7977401 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, რიყის ტერიტორიაზე (ნაკვ.65/061; 01.17.01.065.061) შპს „რიყე დომ“-ის საკუთრების მიწის ნაკვეთზე არსებული 01/4 შენობის დემონტაჟის პროექტი და გაიცა დემონტაჟის ნებართვა“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.
თბილისის მერმა კახა კალაძემ საბურთლოს რაიონში, ჟიული შარტავას ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა. პროექტს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური შარტავას…
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 23 ივლისიდან რუსთაველის გამზირისა და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება. მიზეზი…
თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის გამწვანებული სივრცეების მოვლა-პატრონობის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ სპეციალიზებული საავტომობილო პარკი განახლდა. მერიის ცნობით, კომპანიამ…