2025 წლის ნოემბერში მშენებლობა როგორც წლიურად ისე თვის ჭრილში გაძვირდა, რაც ძირითადად დარგში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ზრდამ განაპირობა.
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მშენებლობის ღირებულების ინდექსის მიხედვით, ნოემბერში წლიურად მშენებლობა 5.2%-ით გაძვირდა.
ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 21%-იანი მატებით და სხვა ხარჯების კატეგორიის 4.8%-იანი ზრდით, რამაც შესაბამისად, 5.02 და 0.3 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
თვიურ ჭრილში მშენებლობის ღირებულების ინდექსის ზრდაზე ხელფასების მატებამ იქონია გავლენა. ნოემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.5%-ით არის გაზრდილი. მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის წინა თვესთან – ოქტომბერთან შედარებით 1.3%-ით გაიზარდა, რამაც 0.43 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 25.8 პროცენტით.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 5 422.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა,…
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ექსპრეს მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 17 915.6 მლნ აშშ დოლარი…
იქმნება სტატისტიკის სასწავლო ცენტრი, სადაც მსურველებს ტრეინინგების გავლის შესაძლებლობა ექნებათ. ამის შესახებ დღეს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა…