სადისტრიბუციო სატრანსპორტო საშუალებებს ღამის საათებში ე.წ. ბასლაინში გადაადგილების უფლება მიეცემათ

სადისტრიბუციო სატრანსპორტო საშუალებებს ღამის საათებში ე.წ. ბასლაინში გადაადგილების უფლება მიეცემათ

სადისტრიბუციო სატრანსპორტო საშუალებებს ღამის საათებში ე.წ. ბასლაინში გადაადგილების უფლება მიეცემათ. აღნიშნული ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შედის.

საკანონმდებლო პაკეტი დღეს პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილეს. ცვლილებების ინიციატორებს მიაჩნიათ, რომ ღამის საათებში სადისტრიბუციო სატრანსპორტო საშუალებების „ბასლაინში“ გადაადგილება ხელს შეუწყობს მოძრაობის განტვირთვას და შესაძლოა, სამომხმარებლო ფასებზეც იქონიოს გავლენა.

„შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება ის წესები და პირობები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სადისტრიბუციო სატრანსპორტო საშუალება. მათ მიეცემათ შესაძლებლობა, „ბასლაინში“ გაჩერდნენ ღამის საათებში –  პირველი საათიდან, ექვს საათამდე, რათა ტვირთი გადაიტანონ. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, ეს ხელს შეუწყობს მოძრაობის განტვირთვას, მეორე მხრივ, ტრანსპორტირების შესაბამისი ხარჯების შემცირება, ლოგიკურად, თავის სიტყვას იტყვის ფასების კლების ნაწილში. ცვლილებები ასახულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის პროექტშიც“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.

ამასთან, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით ქსელებისა და დისტრიბუციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

„გუშინ მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ქსელებთან და დისტრიბუტორებთან. დისკუსია გვქონდა, რომ ღამის საათებში დისტრიბუტორებისთვის შესაძლებელი გახდეს „ბასლაინებში“ მოძრაობა, რათა მათ განახორციელონ დისტრიბუცია. დისტრიბუციის მნიშვნელოვანი ნაწილი დღიდან გადავა ღამეზე, რაც მნიშვნელოვნად განტვირთავს მოძრაობას დღის საათებში. ამასთან, ღამის დისტრიბუცია უფრო ცენტრალიზებული იქნება და მნიშვნელოვნად შეუმცირებს ხარჯებს დისტრიბუტორებსა და ქსელებს, რაც თავისთავად აისახება სამომხმარებლო ფასების შემცირებაზე“, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

Starbucks-ის და Alshaya Group-ის შემოსვლა საქართველოში ნდობის გამოცხადებაა იმ საინვესტიციო და ბიზნესგარემოს მიმართ, რომელსაც მთავრობა უზრუნველყოფს –  ირაკლი ნადარეიშვილი

Starbucks-ის და Alshaya Group-ის შემოსვლა საქართველოში ნდობის გამოცხადებაა იმ…

Starbucks-ის და Alshaya Group-ის შემოსვლა საქართველოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნდობის გამოცხადებაა ჩვენი ქვეყნის, ქართული ეკონომიკის მიმართ – იმ ეკონომიკური განვითარების და…
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ არქიტექტურის სამსახურის მიერ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟზე ნებართვა გაცემულია

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ არქიტექტურის სამსახურის მიერ ე.წ. რიყის…

თბილისის მერია რიყის ტერიტორიაზე ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. მერიაში აცხადებენ, რომ შპს „რიყე დომ“-ის საკუთრების მიწის ნაკვეთზე არსებული…
2026 წელს საქართველოს ტურიზმის შემოსავალი  ₾4.9 მილიარდს მიაღწევს – Galt & Taggart

2026 წელს საქართველოს ტურიზმის შემოსავალი ₾4.9 მილიარდს მიაღწევს –…

Galt & Taggart-ის განახლებული შეფასებით, 2026 წელს საქართველოს ტურიზმის შემოსავალი რეკორდულ 4.9 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც 2025 წელთან შედარებით 210 მილიონი…