სარწყავი წყლის მომხმარებლები სახელმწიფო სუბსიდიით ისარგებლებენ – რამდენია ირიგაციის ახალი ტარიფი?

სარწყავი წყლის მომხმარებლები სახელმწიფო სუბსიდიით ისარგებლებენ – რამდენია ირიგაციის ახალი ტარიფი?

საქართველოს მელიორაციის ინფორმაციით, ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით, მთავრობამ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი ირიგაციის ახალი ტარიფის სუბსიდირების შესახებ განკარგულება გამოსცა.

მათი ცნობით, სარწყავი წყლით მოსარგებლე გაუმრიცხველიანებელი წყალმომხმარებლებისთვის პირველი მორწყვის ოპერაციის ღირებულება ერთწლოვანი კულტურების შემთხვევაში შეადგენს 116.5486 თეთრს (დღგ-ის ჩათვლით) 1 ჰექტარზე, ხოლო მრავალწლოვანი კულტურების შემთხვევაში 102.0110 ლარს (დღგ-ის ჩათვლით).

მეორე, მესამე და მეოთხე მორწყვის ღირებულება სრულად სუბსიდირდება სახელმწიფოს მიერ. 1 წლიანი კულტურები – 349,6458 ლარით, ხოლო მრავალწლიანი კულტურები- 306,03 ლარით).

4 მორწყვის ოპერაციის შემდეგ, დამატებითი (მეხუთე და შემდგომი) მორწყვის მოთხოვნის შემთხვევაში, მომსახურების საფასურს მომხმარებელი მოქმედი ტარიფის შესაბამისად გადაიხდის.

„საქართველოს მელიორაცია“ მოუწოდებს მომხმარებლებს, დროულად გააფორმონ წყალსარგებლობის განრიგი და ჩაერთონ სუბსიდირების პროგრამაში .

წყალმომხმარებლებთან სამელიორაციო მომსახურებაზე დროულად გაფორმებული წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმება უზრუნველყოფს წყლის რესურსის სწორად მართვას, სტაბილურ მიწოდებასა და სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობების გარანტირებულ მორწყვას.

მსგავსი სიახლეები

გადამუშავდა 14 000 ტონაზე მეტი არასტანდარტული მანდარინი, რისთვისაც ₾5 მილიონამდე სუბსიდია გაიცა – აჭარის მთავრობა

გადამუშავდა 14 000 ტონაზე მეტი არასტანდარტული მანდარინი, რისთვისაც ₾5…

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სულხან თამაზაშვილის თქმით, ციტრუსის სეზონი წარმატებით დასრულდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, სულხან თამაზაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრთან დენის სალუქვაძესთან ერთად,…