სუს-ი სურსათის ფასების საკითხის შესწავლას იწყებს

სუს-ი სურსათის ფასების საკითხის შესწავლას იწყებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სურსათის ფასების საკითხის დეტალურ შესწავლას იწყებს. ამის შესახებ სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა.

როგორც ის ამბობს, მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება ნებისმიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იწყებს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საკითხის დეტალურ შესწავლას და შესაბამისი მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება ნებისმიერ ისეთ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას“, – განაცხადა ლაშა მაღრაძემ.

ცნობისთვის, “ოცნების” პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში სურსათის ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია, რაც სადისტრიბუციო კომპანიებისა და საცალო ქსელების მაღალი ფასნამატით არის გამოწვეული. ირაკლი კობახიძემ სადისტრიბუციო კომპანიებთან და მარკეტებთან აქტიური მუშაობა დააანონსა; სამართალდამცავ უწყებებს ბაზრის მოთამაშეების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოფხვრის მიზნით, საკითხის სიღრმისეული შესწავლა დაავალა. მანვე აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოიყენებენ. პარლამენტს კი საკითხის შესაფასებლად შესაბამისი საპარლამენტო ბერკეტების გამოყენების მიზნით საპარლამენტო კომისიის შექმნის თხოვნით მიმართა.

მსგავსი სიახლეები

სუს-ის ცნობით, 4 ოქტომბრის საქმეზე, საქართველოს ძებნილი მოქალაქე დააკავეს

სუს-ის ცნობით, 4 ოქტომბრის საქმეზე, საქართველოს ძებნილი მოქალაქე დააკავეს

სუს-ის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს შორის ნეიტრალურ ზონაში, საქართველოს ძებნილი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ სუს-ის უფროსის მოადგილემ,…
12 სისხლის სამართლის საქმეზე კორუფციის ბრალდებით 30 ადამიანია დაკავებული – სუს

12 სისხლის სამართლის საქმეზე კორუფციის ბრალდებით 30 ადამიანია დაკავებული…

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ…
პაპუაშვილის თქმთ, პარლამენტში სურსათის ფასების საკითხზე სპეციალური კომისია საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე შეიქმნება

პაპუაშვილის თქმთ, პარლამენტში სურსათის ფასების საკითხზე სპეციალური კომისია საგაზაფხულო…

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტში სურსათის ფასების რეგულირების საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში სპეციალური კომისია საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე შეიქმნება. ამის შესახებ…