მთავრობამ 6 წელზე მეტი ასაკის ავტოიმპორტის აკრძალვა გადაიფიქრა. ამის შესახებ პრემიერ-მინისრმა ირაკლი კობახიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ სხდომაზე განაცხადა.
“ჩვენ შემოვიღეთ ახალი რეგულაციები 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით. გვინდა, გარკვეული კორექტირებები შემოვიტანოთ ამ გადაწყვეტილებაში. კერძოდ, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, შესაბამის ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფი კუბზე, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი ტარიფით განსაზღვრული. შესაბამისად შემოყვანის აკრძალვა გაზრდილი აქციზით ჩანაცვლდება. ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე და ჰაერის სისუფთავეზე”, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ ეს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა კერძო სუბიექტების და მოქალაქეების ინტერესებს.
ცნობისთვის ამ დროისთვის ავტომობილებზე 6-8 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აქციზის გადასახადი კუბურ სანტიმეტრზე 80 თეთრს შეადგენს, 8 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების განბაჟება უფრო მეტია.
აღსანიშნავია, რომ ირაკლი კობახიძემ 12 თებერვალს განაცხადა, რომ 1-ელი აპრილიდან აიკრძალებოდა 6 წელზე მეტი ასაკის მქონე ავტომობილების იმპორტი. აღნიშნულს ავტოიმპორტიორებისა და მოქალაქეების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბიზნესი აცხადებდა, რომ ეს ხელს შეუშლიდა რეექსპორტსაც, მიუხედავად იმისა, რომ რეგულაცია ექსპორტსა და ტრანზიტს არ შეეხებოდა.
უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში დასრულდა. უზბეკეთის პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან…
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს, რომელიც საქართველოს, სახელმწიფო ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად ეწვია. მთავრობის ადმინისტრაციის…
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით 26 ივნისს მიმართავს. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა…