Galt & Taggart-ის პროგნოზით, ირანში ომის გამო სამშენებლო მასალების გაძვირებაა მოსალოდნელი

Galt & Taggart-ის პროგნოზით, ირანში ომის გამო სამშენებლო მასალების გაძვირებაა მოსალოდნელი

Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2026 წელს სამშენებლო მასალების ფასების ზრდაა მოსალოდნელი.

 კვლევის მიხედვით, ამ პროცესის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ირანში მიმდინარე კონფლიქტია, რაც მშენებლობის საერთო ღირებულების მატებას დააჩქარებს.

გავლენა ფასებზე ანგარიშის პროგნოზით, 2026 წელს სამშენებლო მასალების ფასები 8%-ით გაიზრდება, მაშინ როდესაც 2025 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1% იყო. კონფლიქტის ფონზე, გაძვირება შეეხება ძირითად სამშენებლო მასალებს:

  • ცემენტი: 2025 წელს ფასების სტაბილიზაციის შემდეგ, 2026 წელს მოსალოდნელია მისი 7%-იანი გაძვირება.
  • ბეტონი: ფასის ზრდა პროგნოზირებულია 10%-ის ფარგლებში.
  • არმატურა: მოსალოდნელია ღირებულების 6%-იანი მატება.

 

ირანის როლი სექტორში ირანი საქართველოსთვის სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს სამშენებლო და სარემონტო მასალების კუთხით. 2025 წლის მონაცემებით, ირანზე მოდის სამშენებლო და სარემონტო მასალების მთლიანი იმპორტის 5.0%. ხოლო სარემონტო მასალების მიმართულებით, ირანის წილი იმპორტში 4.1%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ირანული და რუსული არმატურის იმპორტი 2025 წელს მნიშვნელოვნად ჩაანაცვლა თურქულმა პროდუქციამ, რაც გამოწვეული იყო დაწესებული იმპორტის ტარიფით (420 ლარი ტონაზე). მიუხედავად ამისა, რეგიონული კონფლიქტი მაინც ახდენს გავლენას მიწოდების ჯაჭვებზე და ფასწარმოქმნაზე.

მშენებლობის ღირებულების სტრუქტურა Galt & Taggart-ის მონაცემებით, სამშენებლო მასალებს მშენებლობის მთლიან ღირებულებაში ყველაზე დიდი წილი – 50% უჭირავს. შესაბამისად, მასალების გაძვირება პირდაპირ აისახება სექტორის ხარჯებზე. მასალების გარდა, მშენებლობის ღირებულებაზე გავლენას ახდენს ხელფასები (31%), მანქანა-დანადგარები (10%) და ტრანსპორტირება (4%).

ანალიტიკოსების პროგნოზით, მიუხედავად მოსალოდნელი გაძვირებისა, სექტორში აქტივობა მაინც მაღალი დარჩება, რაც განპირობებულია გაცემული ნებართვების რეკორდული რაოდენობითა და დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებით.

მსგავსი სიახლეები

2027 წელს რეფინანსირების განაკვეთი 7.5%-მდე შემცირდება – Galt & Taggart

2027 წელს რეფინანსირების განაკვეთი 7.5%-მდე შემცირდება – Galt &…

Galt&Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე აცხადებს, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილების შესაძლებლობა საქართველოს ეროვნულ ბანკს 2027 წლის პირველი კვარტლის ბოლოდან ექნება, რაც ინფლაციის…
2026 წლის აპრილში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 3 641 ბინა გაიყიდა – Galt & Taggart

2026 წლის აპრილში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 3 641 ბინა…

Galt & Taggart-მა თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების, მიმდინარე წლის, აპრილის მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2026 წლის აპრილში პირველად ბაზარზე მოთხოვნა აღდგა…
2025 წელს თბილისის საოფისე ბაზრის ჯამურმა მოცულობამ 1.9 მლნ კვ.მ შეადგინა, სადაც 55% კორპუსებში განთავსებულ ოფისებზე მოდის – Galt & Taggart

2025 წელს თბილისის საოფისე ბაზრის ჯამურმა მოცულობამ 1.9 მლნ…

Galt & Taggart-მა კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც თბილისში საოფისე უძრავ ქონებას მიმოიხილავს. დოკუმენტის თანახმად, 2025 წელს თბილისის საოფისე ბაზრის ჯამურმა მოცულობამ 1.9…