გაკვეთილის მიმდინარეობისას, მობილური ტელეფონის გამოყენება პედაგოგებსაც აეკრძალებათ

გაკვეთილის მიმდინარეობისას, მობილური ტელეფონის გამოყენება პედაგოგებსაც აეკრძალებათ

საჯარო სკოლებში, საგაკვეთილო პროცესში, მობილური ტელეფონის გამოყენება პედაგოგებისთვისაც არ იქნება შესაძლებელი – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს.

მათი ცნობით, შესაბამის ცვლილებას ზოგადი განათლების შესახებ დაანონსებული რეფორმა ითვალისწინებს, რომლის ძალაში შესვლაც 2026-2027 სასწავლო წელს იგეგმება.

„ის, რომ პედაგოგი მობილურ ტელეფონს გაკვეთილის მიმდინარეობისას შესაბამის შემნახველ ყუთში მოსწავლეების ტელეფონებთან ერთად მოათავსებს, ეს იქნება მაგალითი მათთვის. ამას მასწავლებლებისთვის არ აქვს აკრძალვის ხასიათი. ეს არის უბრალოდ პირადი მაგალითის მიცემა მოსწავლეებისთვის. თუმცა როგორი იქნება ზუსტად რეგულაცია, ამ წუთას წესი შედგენილი არ არის, ვმუშაობთ. მაგრამ შინაარსი არის ის, რომ მასწავლებელი მაგალითი გახდეს ბავშვისთვის“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში.

მსგავსი სიახლეები

სადაც სკოლის დემონტაჟი განხორციელდება, თბილისსა თუ სხვა ქალაქებში, იმ ადგილზე კვლავ  სკოლა აშენდება – გივი მიქანაძე

სადაც სკოლის დემონტაჟი განხორციელდება, თბილისსა თუ სხვა ქალაქებში, იმ…

ვერავინ დამისახელებს ერთ პრეცედენტსაც კი, რომ ბოლო წლებში რომელიმე ძველი სკოლის შენობის დემონტაჟი მოხდა და იმის ნაცვლად, სკოლის გარდა, რაიმე სხვა…
14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული – გივი მიქანაძე

14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული…

პირველი, მეშვიდე, მეათე კლასის სახელმძღვანელოების ბეჭდვის პროცესი დასრულების პროცესშია – 14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული, – ამის…
სასკოლო ფორმებს განათლების სამინისტრო შპს „გლორი ტექსტილი ინდასტრისგან“ შეიძენს

სასკოლო ფორმებს განათლების სამინისტრო შპს „გლორი ტექსტილი ინდასტრისგან“ შეიძენს

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ კომპანია შპს „გლორი…