გივი მიქანაძე პეკინის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია

გივი მიქანაძე პეკინის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში პეკინის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია და სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

განათლების სამინისტროს ცნობით, მინისტრს უმასპინძლეს და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს უნივერსიტეტის პარტიის მდივანმა, ტუნგ ჭუძუენმა და ვიცე- პრეზიდენტმა ჩენ ძიანგფენგმა.

„მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ და წარმატებულ ურთიერთობებზე.

საუბარი შეეხო პეკინის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს. აღინიშნა, რომ პეკინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მდიდარი გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, განსაკუთრებით ტექნოლოგიებისა და ლოგისტიკის მიმართულებით, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებასა და ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაში. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა პარტნიორობისა და ერთობლივი პროგრამების განხორციელებისთვის მზაობა გამოთქვეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

გივი მიქანაძის განცხადებით, წელს, I-VI კლასელები ჩაიცვამენ ფორმას და ყოველ წელს თითო კლასი დაემატება

გივი მიქანაძის განცხადებით, წელს, I-VI კლასელები ჩაიცვამენ ფორმას და…

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, წელს ფორმას I-VI კლასელები ჩაიცვამენ და ყოველ წელს თითო კლასი დაემატება. როგორც მან…
თსუ აპირებს წამყვანი პროფესორის პოზიციაზე ღია საჯარო კონკურსი გამოაცხადოს – მინისტრი

თსუ აპირებს წამყვანი პროფესორის პოზიციაზე ღია საჯარო კონკურსი გამოაცხადოს…

“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აპირებს წამყვანი პროფესორის პოზიციაზე ღია საჯარო კონკურსი გამოაცხადოს,” – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია…
გივი მიქანაძე ახალგაზრდობის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

გივი მიქანაძე ახალგაზრდობის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაერო-ს სათავო ოფისში გენერალური მდივნის მოადგილეს ახალგაზრდობის საკითხებში, ფელიპე პაულიერს შეხვდა.…