ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფციის მიხედვით, სკოლის დაფინანსების არსებული მოდელი გაუმჯობესდება. აღნიშნულის შესახებ მთავრობის ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნულ კონცეფციაში წერია.
შესაბამისი განკარგულება მიმდინარე წლის 26 იანვარს არის გამოცემული და ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.
როგორც დოკუმენტში წერია, დღევანდელი სასკოლო დაფინანსების სისტემა არსებითად ეფუძნება ერთ პრინციპს – სკოლები ვაუჩერულ დაფინანსებას მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით იღებენ. მთავრობაში მიაჩნიათ, რომ ეს პრაქტიკაში სრულფასოვნად არ ასახავს საჯარო სკოლის რეალურ საჭიროებებს, ამიტომ სკოლის დაფინანსების არსებული მოდელი გაუმჯობესდება და გახდება სკოლის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და განვითარების შესაძლებლობებზე ორიენტირებული.
„სკოლების მხარდაჭერის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საგანმანათლებლო რესურსცენტრებს, რომლებიც ამ ეტაპზე მუნიციპალურ დონეზე სრულფასოვნად ვერ უზრუნველყოფენ სკოლების მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას და საჭიროებენ ინსტიტუციურ გაძლიერებას. დღევანდელი სასკოლო დაფინანსების სისტემა არსებითად ეფუძნება ერთ პრინციპს – სკოლები ვაუჩერულ დაფინანსებას მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით იღებენ. თეორიულად, ეს უზრუნველყოფს სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, თუმცა, პრაქტიკაში სრულფასოვნად არ ასახავს საჯარო სკოლის რეალურ საჭიროებებს. შედეგად, სკოლების ნაწილი ფუნქციონირებს მინიმალური რესურსებით და ვერ ახერხებს მოსწავლეებისთვის დამატებითი საგანმანათლებლო სერვისების შეთავაზებას, მათ შორის, არაფორმალური განათლების მიმართულებით.
სკოლის გაზრდილ ავტონომიას უკავშირდება ანგარიშვალდებულებისა და მხარდაჭერის სისტემის მდგრადობა. ამ პროცესში გადამწყვეტი როლი მიენიჭება საგანმანათლებლო რესურსცენტრების ინსტიტუციურ გაძლიერებას. რესურსცენტრი ჩამოყალიბდება როგორც პროფესიული მხარდაჭერის ცენტრი, რომელიც სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალსა და მასწავლებლებს უზრუნველყოფს კონსულტაციით, მენტორობითა და პრაქტიკული პრობლემების გადაწყვეტით. სკოლების მართვის პროცესში აქცენტი გაკეთდება სასკოლო საზოგადოების, განსაკუთრებით კი მშობელთა როლის გაძლიერებაზე. თანამშრომლობა სკოლასა და ოჯახს შორის ხელს შეუწყობს მოსწავლეზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებას. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხრიდან მეტი ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, 2026 წლიდან დაიგეგმება მშობლებთან პირდაპირი შეხვედრების ციკლი, რაც უზრუნველყოფს მეტ ღიაობას, გამჭვირვალობასა და მოქნილი რეაგირების მექანიზმების შემუშავებას. სკოლის დაფინანსების არსებული მოდელი გაუმჯობესდება და გახდება სკოლის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და განვითარების შესაძლებლობებზე ორიენტირებული“, – აღნიშნულია ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნულ კონცეფციაში.
“სახელმწიფოს ექნება ზუსტი პროგნოზი, რომელ რეგიონს, რომელ საგანში, რა რაოდენობის მასწავლებელი დასჭირდება მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში”, – ამის შესახებ “ოცნების” მთავრობის მიერ…
საჯარო სკოლებში, საგაკვეთილო პროცესში, მობილური ტელეფონის გამოყენება პედაგოგებისთვისაც არ იქნება შესაძლებელი – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს. მათი ცნობით, შესაბამის ცვლილებას…
საქართველოს პარლამენტში ინიციირებულია „პოლიციის შესახებ“ კანონის ცვლილებების პაკეტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ფუნქციის გაფართოებას და მის საპოლიციო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად…