“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აპირებს წამყვანი პროფესორის პოზიციაზე ღია საჯარო კონკურსი გამოაცხადოს,” – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.
მინისტრი დარწმუნებულია, რომ დაინტერესება მაღალი იქნება, რადგან ის ამბობს, რომ ანაზღაურება და სამუშაო პირობები მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იქნება.
“საკანონმდებლო დონეზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოგვაქვს სახელმწიფო უნივერსიტეტებში დამატებითი აკადემიური პოზიცია – წამყვანი პროფესორის, რომელიც იქნება კონკრეტული მიმართულების ხელმძღვანელი. მაგალითად, სამოქალაქო სამართლის წამყვანი პროფესორი და ამ მიმართულებაზე მომუშავე ყველა დარგის სპეციალისტი, პროფესორ მასწავლებელი მისი კოორდინაციით განახორციელებს კონკრეტულ საქმიანობას.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს სურვილი, კანონმდებლობის ცვლილებებიდან გამომდინარე შესაბამისი ასახვა მოახდინოს წამყვანი პროფესორების და რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, უახლოეს პერიოდში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აპირებს რამდენიმე მიმართულებით წამყვანი პროფესორის პოზიციაზე ღია საჯარო კონკურსი გამოაცხადოს.
იმედი გვაქვს ეს კონკურსი ფართო კონკურენციის პირობებში ჩატარდება. რესურსი არსებობს და დარწმუნებული ვართ დაინტერესება მაღალი იქნება, რადგან ანაზღაურება და სამუშაო პირობები მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იქნება”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, წელს ფორმას I-VI კლასელები ჩაიცვამენ და ყოველ წელს თითო კლასი დაემატება. როგორც მან…
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ სკოლებში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესი დაამტკიცა. სკოლაში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესი ადგენს…
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში პეკინის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია და სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.…