თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები უნივერსიტეტების გაერთიანებას ეწინააღმდეგებიან – განცხადება

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები უნივერსიტეტების გაერთიანებას ეწინააღმდეგებიან – განცხადება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები თსუ-სა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

ამ ეტაპზე განცხადებას ხელს 242 პროფესორ-მასწავლებელი აწერს. სია განახლებადია

პროფესორების ინფორმაციით, 2026 წლის 31 იანვარს ფაკულტეტზე ჩატარებულ ფარულ გამოკითხვაში მონაწილე 62-ვე პროფესორმა ერთსულოვნად დააფიქსირა უარყოფითი დამოკიდებულება უნივერსიტეტების გაერთიანების იდეის მიმართ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოკითხვის საფუძველზე ქვეყნდება ღია წერილი, რომელსაც მიერთება შეუძლია საუნივერსიტეტო საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს, ვინც იზიარებს წერილის შინაარსს.

ღია წერილში პროფესორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება არ არის და იგი საქართველოს ეროვნული იდენტობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. მათი შეფასებით, თსუ არის ადგილი, სადაც ყალიბდებოდა თანამედროვე ქართველი ერი და რომელმაც ასეულობით ათასი ადამიანის პროფესიული და პიროვნული მომავალი განსაზღვრა.

“გაცნობებთ, რომ 2026 წლის 31 იანვარს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებმა ფარულ გამოკითხვაში ერთსულოვნად დააფიქსირეს უარყოფითი დამოკიდებულება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით.

62 პროფესორიდან, რომლებმაც გამოკითხვაში მიიღეს მონაწილეობა, არცერთი ეთანხმება უნივერსიტეტების გაერთიანების იდეას.ხსენებული გამოკითხვის საფუძველზე ვაქვეყნებთ ღია წერილს, რომელთან მიერთება შეუძლია საუნივერსიტეტო საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს, რომელიც იზიარებს ტექსტის სულისკვეთებას.ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორების ღია წერილი:მოგეხსენებათ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება, ის არის ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილი – საქართველოს ისტორია, წარსული, აწმყოცა და მომავალიც; ადგილი, რომელსაც ასეულობით ათასი ადამიანის როგორც პროფესიული, ისე პიროვნული მომავალი განუსაზღვრია;

ადგილი, სადაც ყალიბდებოდა თანამედროვე ქართველი ერი.ამ წერილით კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ თსუ არ არის უბრალოდ ინსტიტუცია, რომლის მომავალი მხოლოდ პროცედურულ, ან სამართლებრივ ჭრილში უნდა განიხილებოდეს.შესაბამისად, გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან მოვითხოვთ:

  1. შეჩერდეს უნივერსიტეტის სტატუსსა და სტრუქტურასთან დაკავშირებული ნებისმიერი ნაჩქარევი, ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც განსაზღვრავს მის აწმყოსა და მომავალს;
  2. დაიწყოს ფართომასშტაბიანი, საჯარო და არგუმენტირებული კონსულტაციები აკადემიურ საზოგადოებასთან”, – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 29 იანვარს  განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ პარტიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. მისი განმარტებით, აღნიშნული ნაბიჯი უნდა გახდეს საფუძველი იმისა, რომ თსუ რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვან ცენტრად ჩამოყალიბდეს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება როგორც თსუ-ს, ისე სტუ-ს ლექტორებისა და სტუდენტების ნაწილი. უნივერსიტეტებთან ბოლო რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

რა ფაკულტეტები რჩება სახელმწიფო უნივერსიტეტებს? – ჩამონათვალი

რა ფაკულტეტები რჩება სახელმწიფო უნივერსიტეტებს? – ჩამონათვალი

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები განაწილდება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით განსაზღვრული „ერთი ქალაქი…
ირაკლი კობახიძის განცხადებით, უნივერსიტეტების რეფორმის ფარგლებში, თსუ-ს პირველ და მეორე კორპუსებს ცვლილებები არ შეეხება

ირაკლი კობახიძის განცხადებით, უნივერსიტეტების რეფორმის ფარგლებში, თსუ-ს პირველ და…

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, უნივერსიტეტების რეფორმის ფარგლებში, ის შენობები, რომლებსაც სასწავლებლებისთვის „განმსაზღვრელი მნიშვნელობა“ აქვთ, აკადემიური დატვირთვით შენარჩუნდება. კობახიძემ განმარტა, რომ თბილისის…
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თსუ-სთან – ირაკლი კობახიძე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თსუ-სთან – ირაკლი კობახიძე

“მთავრობამ თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება შეცვალა”, – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ამ მიზნით…