ირაკლი კობახიძის განცხადებით, უნივერსიტეტების რეფორმის ფარგლებში, თსუ-ს პირველ და მეორე კორპუსებს ცვლილებები არ შეეხება

ირაკლი კობახიძის განცხადებით, უნივერსიტეტების რეფორმის ფარგლებში, თსუ-ს პირველ და მეორე კორპუსებს ცვლილებები არ შეეხება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, უნივერსიტეტების რეფორმის ფარგლებში, ის შენობები, რომლებსაც სასწავლებლებისთვის „განმსაზღვრელი მნიშვნელობა“ აქვთ, აკადემიური დატვირთვით შენარჩუნდება.

კობახიძემ განმარტა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემთხვევაში, პირველ და მეორე კორპუსებს ცვლილებები არ შეეხება, რადგან ისინი „თსუ-ს იდენტობის ნაწილია“. მისი თქმით, ცვლილებები ასევე არ შეეხება სამედიცინო უნივერსიტეტს.

„თუ რომელიმე შენობას აქვს განმსაზღვრელი მნიშვნელობა შესაბამისი უნივერსიტეტისთვის, ეს შენობა დარჩება თავის ადგილზე შესაბამისი აკადემიური დატვირთვით. მაგალითად, თსუ-ს შემთხვევაში, ბუნებრივია, არავითარ შემთხვევაში არ შევეხებით პირველ და მეორე კორპუსებს, რადგან ეს შენობები არიან თსუ-ს იდენტობის ნაწილი. ასევე, არ ვეხებით სამედიცინო უნივერსიტეტსაც. რაც შეეხება ტექნიკურ უნივერსიტეტს, ამაზე გვქონდა დღეს საუბარი… კონკრეტულად შენობებთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა სტუ-ს ხელმძღვანელობასთან, აკადემიურ საბჭოსთან და ამის საფუძველზე შეგვიძლია შევჯერდეთ საერთო გადაწყვეტილებაზე. აქაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული კონსულტაციების საფუძველზე“, – განაცხადა კობახიძემ.

ინფორმაციითვის:  ირაკლი კობახიძის თქმით,ორი სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდებიან. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ გადაწყვეტილება გაერთიანების შესახებ შეცვალა, ტექნიკურ უნივერსიტეტში მხოლოდ ტექნიკური პროფილის მქონე სპეციალობები დარჩება, ახალ სტუდენტებს ამ მიმართულებებზე უნივერსიტეტი აღარ მიიღებს, არსებული პროგრამები მომდევნო ორი წლის განმავლობაში კი მილევად რეჟიმში გადავა.

მსგავსი სიახლეები

ჩვენ უნდა ამოვიდეთ ბავშვების ინტერესებიდან – ირაკლი კობახიძე დიუშენზე

ჩვენ უნდა ამოვიდეთ ბავშვების ინტერესებიდან – ირაკლი კობახიძე დიუშენზე

პირველ რიგში, ჩვენ უნდა ამოვიდეთ ბავშვების ინტერესებიდან, იმედი გვაქვს, ერთად გამოვძებნით ამ საკითხის გადაჭრის გზებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი…
ირაკლი კობახიძის სიტყვა 26 მაისს

ირაკლი კობახიძის სიტყვა 26 მაისს

ირაკლი კობახიძემ, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საზოგადოებას ეროვნული დღესასწაული მიულოცა და ქვეყნის ისტორიულ გზაზე, სუვერენიტეტსა და ქრისტიანობის როლზე…
2029 წლისთვის ანაკლიის პროექტის პირველი ფაზის დასრულება რეალურია – ირაკლი კობახიძე

2029 წლისთვის ანაკლიის პროექტის პირველი ფაზის დასრულება რეალურია –…

2029 წლისთვის ანაკლიის პროექტის პირველი ფაზის დასრულება არის აბსოლუტურად რეალური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა,…