განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები განაწილდება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით განსაზღვრული „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის პრინციპის“ შესაბამისად, უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილის გათვალისწინებით.
მისი განცხადებით, უნივერსიტეტების მიხედვით მიმართულებები განისაზღვრება შემდეგნაირად:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) – ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები (პედაგოგიკის გამოკლებით); სამართალი; ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება; სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – საინჟინრო-ტექნიკური დისციპლინები.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი – მედიცინის სპეციალობები.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – პედაგოგიკის პროგრამები; ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობები.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – აგრარული სპეციალობები; ქართულ-აფხაზური ენა და ლიტერატურა; პედაგოგიკა.
სახელოვნებო უნივერსიტეტები და სპორტის უნივერსიტეტი – შესაბამისი პროფილის სპეციალობები.
ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტები – მრავალფუნქციური დატვირთვა.
ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტები – აგრარული სპეციალობები; ტურიზმის მიმართულება; პედაგოგიკა.
მისივე თქმით, შრომის ბაზრის ანალიზმა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან და კერძო სექტორთან კონსულტაციების საფუძველზე ჩაატარა, მრავალი პრობლემა და გამოწვევა გამოავლინა.
„შრომის ბაზრის კვლევის შედეგები იმაზე შემაშფოთებელია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლებოდა გვეფიქრა. ზოგადი დასკვნით უნდა ითქვას, რომ გასული წლების განმავლობაში სტუდენტების მიღება თვისებრივად იყო აცდენილი შრომის ბაზრის მოთხოვნებს, შესაბამისად ჩარიცხული სტუდენტების უმრავლესობა იმთავითვე იმისთვის იყო განწირული, რომ ისინი უნივერსიტეტებში დაუფლებული სპეციალობით და დიპლომით ვერასოდეს ისარგებლებდნენ“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში გაემგზავრა. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გივი მიქანაძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს…
პირველი, მეშვიდე, მეათე კლასის სახელმძღვანელოების ბეჭდვის პროცესი დასრულების პროცესშია – 14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული, – ამის…
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში France Excellence 2026-2027“ პროგრამის გამარჯვებულებს შეხვდა. განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული…