8 თვეში საქართველომ რუსეთიდან 365 მილიონი აშშ დოლარის 477 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყიდა.
მიუხედავად იმისა, რომ 1-ელ მარტს რუსეთის მიერ ბენზინის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვა საქართველოზეც ვრცელდებოდა, რუსეთი კვლავ რჩება ნავთობის ნომერ პირველ იმპორტიორად საქართველოში 41% წილით. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის შესყიდვა საქართველომ 23%-ით გაზარდა, რუსული ნავთობპროდუქტების შემცირება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ია.
2024 წლის რვა თვეში საქართველომ უცხოეთიდან 881 მილიონი დოლარის ღირებულების 1.04 მილიონი ტონა ნავთობი შეიძინა. აკრძალვა კი ქართულ ბაზარზე ამგვარად აისახა, რომ გაზრდილია იმპორტი ბულგარეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან, რის შედეგადაც ნავთობის მოწოდების ბაზარი წელს უფრო დივერსიფიცირებული გახდა.
bm.ge დაინტერესდა, რომელ კომპანიებს შემოაქვთ საქართველოში რუსეთიდან ყველაზე მეტი ნავთობი და ნავთობის პროდუქტები.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 8 თვეში რუსეთიდან ნავთოპროდუქტების TOP-5 კომპანიის ჩამონათვალი ასეთია:
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვს შეხვდა, რომელიც საქართველოში საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის…
„დევნილ ოჯახს, რომელსაც არც ერთი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ მიუღია საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი ანაზღაურება, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია.…
ტაილანდში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, დელეგაციასთან…