სათანადო ვადებში ბოლომდე იქნება მიყვანილი უმაღლესი განათლების რეფორმა – ირაკლი კობახიძე

სათანადო ვადებში ბოლომდე იქნება მიყვანილი უმაღლესი განათლების რეფორმა – ირაკლი კობახიძე

უმაღლესი განათლების სისტემაში, ზოგადად, არ გვაქვს დღეს სახარბიელო მდგომარეობა. სწორედ ამის გამო ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სტრატეგია უმაღლესი განათლების რეფორმისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი არის – ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი და ამ პრინციპის შესაბამისად გადანაწილდა ფაკულტეტები უნივერსიტეტებს შორის.

„ოპტიმიზაცია მოგვცემს ჩვენ იმის საშუალებას, რომ არსებული რესურსები, საკმაოდ მწირი რესურსები, მაქსიმალურად ოპტიმალურად გამოვიყენოთ. ეს არის ამ რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და ამ პრინციპიდან გამომდინარე განხორციელდა, მათ შორის, ინსტიტუციური ცვლილებები ჩვენს სახელმწიფო უნივერსიტეტებში. რა თქმა უნდა, სათანადო ვადებში ბოლომდე იქნება მიყვანილი ეს რეფორმა, რაც, საბოლოო ჯამში, მოგვცემს ჩვენ ჩვენი სტუდენტებისთვის, ქართველი სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების ბევრად უფრო მაღალ ხარისხს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა – რა განიხილეს?

ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა – რა…

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ემი დიაზს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო…
ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით ქუთაისი ხდება საქართველოს ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი – ამ ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილი გახდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი – კობახიძე

ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით ქუთაისი ხდება საქართველოს ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი…

ქუთაისი ყოველთვის იყო განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა ჩვენს ქვეყანაში.დღეიდან კი, ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით, ქუთაისი ასევე ხდება საქართველოს ტექნოლოგიური…
ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით სინგაპურში გაემგზავრა

ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით სინგაპურში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით სინგაპურში გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვდება სინგაპურის პრეზიდენტს, თარმან შანმუგარატნამს,…