საპენსიო სააგენტოს თანამშრომლების გადამზადებაზე 250,000 ლარი დაიხარჯება – პროექტი

საპენსიო სააგენტოს თანამშრომლების გადამზადებაზე 250,000 ლარი დაიხარჯება – პროექტი

საქართველოს საპენსიო სააგენტოს თანამშრომლები აქტივების მართვის კვალიფიკაციის ასამაღლებლად სპეციალურ გადამზადებას გაივლიან. ამისთვის სააგენტო 250,000 ლარის დახარჯვას გეგმავს. ტრენინგები მსოფლიო ბანკის „რეზერვების საკონსულტაციო და მართვის პარტნიორობის“ (RAMP) პროგრამის ფარგლებში ჩატარდება.

არსებული მდგომარეობით, საპენსიო სააგენტო 1.3 მილიონი მოქალაქის საპენსიო დანაზოგებს მართავს, რომელთა მოცულობაც 6.4 მილიარდ ლარს შეადგენს.

საპენსიო სააგენტოს განცხადებით, ეს შესყიდვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან საპენსიო აქტივების ეფექტური მართვა პირდაპირ აისახება სქემაში ჩართული მოქალაქეების ფინანსურ უსაფრთხოებაზე.

“მსოფლიო ბანკის ხაზინის გუნდი 2023 წელს იმყოფებოდა თბილისში და შეისწავლა საპენსიო სააგენტოს არსებული საინვესტიციო პროცესები, რის შედეგადაც შეადგინა ვრცელი დიაგნოსტიკური დოკუმენტი და წარმოადგინა წინადადება პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. სააგენტოსათვის მნიშვნელოვანი იყო მსოფლიო ბანკის „რეზერვების საკონსულტაციო და მართვის პარტნიორობის“ (შემდგომში – Reserve Advisory and Management Partnership RAMP, ან RAMP) პროგრამაში ჩართვა. ვინაიდან აღნიშნული პროგრამა მოიცავს ძლიერი ადამიანური კაპიტალის შექმნას და შენარჩუნებას ასევე აქტივების მართვის ყველა რგოლის მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლებასა და გამოცდილების დაგროვებას. ამასთანავე აღსანიშნავია რომ მსოფლიო ბანკის RAMP პროგრამა გათვლილია მხოლოდ საჯარო ინსტიტუციებზე, როგორებიც არიან ცენტრალური ბანკები, სახელმწიფო საპენსიო ფონდები, სუვერენული ფონდები და სხვა.

პროგრამის დამატებით უპირატესობას წარმოადგენს სხვა ქვეყნებიდან მონაწილე ორგანიზაციების სიმრავლე, რაც საშუალებას იძლევა საპენსიო სააგენტომ გაიზიაროს სხვა წარმატებული ქვეყნების გამოცდილება (RAMP- ს ჰყავს 80-მდე წევრი, მათ შორის – ცენტრალური ბანკები, სუვერენული ფონდები, საპენსიო ფონდები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. საქართველოში RAMP-ის წევრია საქართველოს ეროვნული ბანკი. სსიპ საპენსიო სააგენტოსა და მსოფლიო ბანკის „რეზერვების საკონსულტაციო და მართვის პარტნიორობის“ შორის ურთიერთანამშრომლობა დაიწყო 2024 წლიდან, როდესაც მხარეთა შორის საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 მარტის N409 განკარგულების საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად სააგენტო ჩაერთო აღნიშნულ პროგრამაში. RAMP პროგრამა მოიცავს სამ ფაზას 2024 წლის დასრულდა პროგრამის პირველი ფაზა,”- ნათქვამია შესყიდვის განმარტებაში.

რატომ არ ტარდება ტენდერი?

საპენსიო სააგენტოს განმარტებით, RAMP პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ მსოფლიო ბანკთან შეთანხმებით და ის არ ექვემდებარება ღია ტენდერის პროცედურას. სააგენტო აღნიშნავს, რომ ეს პროგრამა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის არის შექმნილი და მასში ჩართვა ექსკლუზიური პროცედურებით ხდება.

გადამზადება 2025-2026 წლებში ჩატარდება. სააგენტოს განცხადებით, ეს არის გრძელვადიანი პროექტის ნაწილი, რომელიც მიმართულია საპენსიო აქტივების უფრო ეფექტურ მართვაზე და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაზე.

მსგავსი სიახლეები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი თბილისში მომდევნო კვირას იქნება – მინისტრი

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი თბილისში მომდევნო კვირას იქნება…

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი” საქართველოში მომდევნო კვირის დასაწყისში შემოვა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის განმარტებით,…
რესტორანში ხინკალი 10%-ით გაძვირდა – საქსტატი

რესტორანში ხინკალი 10%-ით გაძვირდა – საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, გაძვირების ტენდენცია აგვისტოშიც გაგრძელდა და რესტორანში სადილის საშუალო ფასი წლიურად 12%-ით გაიზარდა. 2026 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში…
აგვისტოში საქართველოში ინფლაცია 5.6%-მდე გაიზარდა – საქსტატი

აგვისტოში საქართველოში ინფლაცია 5.6%-მდე გაიზარდა – საქსტატი

საქსტატის თანახმად, 2026 წლის აგვისტოში საქართველოში წლიური ინფლაცია 5.6%-მდე გაიზარდა, ეს წინა თვესთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით მეტია და ეროვნული ბანკის…