“საქართველოში უმაღლესი განათლების მქონე პირებში უმუშევრობის დონე 11%-ია – Galt&Taggart-ი

“საქართველოში უმაღლესი განათლების მქონე პირებში უმუშევრობის დონე 11%-ია – Galt&Taggart-ი

“საქართველოში უმაღლესი განათლების მქონე პირებში უმუშევრობის დონე 11%-ს შეადგენს”, – ამის შესახებ Galt&Taggart-ის მიერ მომზადებულ განათლების სექტორის მიმოხივლაშია აღნიშნული.

როგორც მიმოხილვაში წერია, საქართველო გამოირჩევა ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებებზე სტუდენტების უჩვეულოდ მაღალი წილით, ხოლო განათლების, პროფესიული და ტექნიკური მიმართულებების სტუდენტების წილი მნიშვნელოვნად დაბალია.

საინვესტიციო ბანკი წერს, რომ აღნიშნული შეუსაბამობა დასაქმების მაჩვენებლებზეც აისახება – საქართველოში უმაღლესი განათლების მქონე პირებში უმუშევრობის დონე 11%-ს შეადგენს, მაშინ, როცა OECD-ის საშუალო მაჩვენებელი 4.8%-ია. ამასთან, მიმოხილვაში წერია რომ საქართველოში უცხოელი სტუდენტების ზრდა ძირითადად ინდოეთიდან სტუდენტების შემოდინებამ განაპირობა.

2025 წლის მდგომარეობით, ინდოელი სტუდენტები უცხოელი სტუდენტების საერთო რაოდენობის 53.8%-ს ქმნიან, რომელთა უდიდესი ნაწილი ჯანდაცვის მიმართულებით სწავლობს.

მსგავსი სიახლეები

7 თვეში ღვინის ხარისხის კონტროლის ფარგლებში 200-მდე კომპანია და ობიექტი შემოწმდა

7 თვეში ღვინის ხარისხის კონტროლის ფარგლებში 200-მდე კომპანია და…

7 თვეში ღვინის ხარისხის კონტროლის ფარგლებში 200-მდე კომპანია და ობიექტი შემოწმდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ინსპექტირება საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის…
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

7 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6210 ლარი გახდა.…
გადაუდებელი სამუშაოების გამო, პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო, პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას…

პეკინის გამზირის N37-ის მიმდებარედ კომპანია „ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერის“ მიერ წყალმომარაგების ქსელზე დაგეგმილი გადაუდებელი სამუშაოების გამო, 8 აგვისტოს 00:30 საათიდან 22:00…