საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში დაწინაურდა, თუმცა ქულა უფრო დაბალია ვიდრე 2021-ში

The Heritage Foundation-მა გამოაქვეყნა 2025 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, რომელიც ბიზნესის თავისუფლების, ეკონომიკური პოლიტიკის, გადასახადების დონის, ბიუროკრატიული ეფექტიანობის, საკუთრების უფლებების დაცულობის, ფინანსური, საინვესტიციო და ვაჭრობის თავისუფლების მიხედვით აფასებს ქვეყნებს. 2025 წლის ანგარიშში საქართველოს შეფასება გაუმჯობესებულია და 0.6 ქულით და ის 69-ს შეადგენს. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლებით 35-ე ადგილს იკავებს.

ამის მიუხედავად, საქართველოს შეფასება უფრო დაბალია ვიდრე 2021 წელს იყო, რადგანაც ამ წელს საქართველოს 76 ქულა ჰქონდა, რითაც მსოფლიოში მეთორმეტე ადგილს იკავებდა. ბოლო რამდენიმე წელში საქართველოს პოზიციების გაუარესება გამოწვეულია საკუთრების უფლებების მიმართულებით არსებული ვითარების უკუსვლით, ასევე სასამართლო ეფექტიანობის გაუარესებით, მმართველობის ხარისხის გაუარესებით, ფისკალური სიჯანსაღის შემცირებით, ბიზნესის თავისუფლების შემცირებით, ფინანსური თავისუფლების შემცირებით და მონეტარული თავისუფლების შემცირებით.

ამ ინდექსში საქართველოს შეფასება 2012-2022 წლებში ყოველწლიურად 70 ქულაზე მაღალი იყო, თუმცა 2023 წლიდან ის 70 ქულაზე ნაკლებია.

მსგავსი სიახლეები

დიდ ბრენდულ სასტუმროებში დატვირთულობა და ფასი გაიზარდა – TBC Capital

დიდ ბრენდულ სასტუმროებში დატვირთულობა და ფასი გაიზარდა – TBC…

2026 წლის პირველ ნახევარში საშუალო დატვირთულობა დიდ ბრენდულ სასტუმროებში წლიურად 4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 58% შეადგინა. ამის შესახებ TBC Capital-ის…
9 აგვისტოს საქართველოს აეროპორტებში ფრენების ისტორიული რეკორდი, 306 ჩამოფრენა და გაფრენა დაფიქსირდა – EUROCONTROL

9 აგვისტოს საქართველოს აეროპორტებში ფრენების ისტორიული რეკორდი, 306 ჩამოფრენა…

9 აგვისტოს საქართველოს აეროპორტებში ერთ დღეში 306 ჩამოფრენა და გაფრენა დაფიქსირდა, რაც ახალი ისტორიული მაქსიმუმია. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპის საჰაერო ნავიგაციის…
ქუთაისში რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენცია გაიმართა

ქუთაისში რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენცია გაიმართა. ინფორმაციას…