“სახელმწიფოს ექნება ზუსტი პროგნოზი, რომელ რეგიონს, რომელ საგანში, რა რაოდენობის მასწავლებელი დასჭირდება მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში”, – ამის შესახებ “ოცნების” მთავრობის მიერ მიღებულ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნულ კონცეფციაში წერია.
დოკუმენტში ასევე წერია, რომ პედაგოგიური მიმართულების გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება აკადემიურ სივრცეში, რაც მათთვის ანაზღაურების ზრდითაც გამოიხატება.
“კვალიფიციური პედაგოგიური კადრების სისტემაში მოზიდვისა და შენარჩუნების მიზნით, შეიქმნება სისტემური, პროგნოზირებადი და რეალურ საჭიროებებზე დაფუძნებული მასწავლებლის პროფესიული განვითარების მოდელი, რომელიც ხელს შეუწყობს მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებას. პედაგოგიური მიმართულების გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება აკადემიურ სივრცეში. სისტემური მოდელი გულისხმობს როგორც ახალი კადრების მომზადებას და პროფესიაში შემოსვლის გზების დივერსიფიცირებას, ასევე რეგიონული და საგნობრივი დისბალანსების დაძლევას.
სახელმწიფოს ექნება ზუსტი პროგნოზი, თუ რომელ რეგიონს, რომელ საგანში და რა რაოდენობის მასწავლებელი დასჭირდება მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში. ეს პროგნოზი დაეფუძნება დემოგრაფიისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს. მასწავლებელს ექნება კარიერული წინსვლის მკაფიო ხედვა, რომელიც დაეფუძნება საგნობრივ ექსპერტიზას, კვლევით საქმიანობასა და მართვის/ადმინისტრირების მხარდაჭერას. მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ხელშემწყობი მექანიზმები შემუშავდება მასწავლებლის, სკოლისა და განათლების სისტემის საჭიროებიდან გამომდინარე და მასწავლებლებს ექნებათ სისტემური მხარდაჭერა ონლაინსაგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფის მიმართულებით; ასევე, პრაქტიკული საქმიანობისგან მოუწყვეტლად, ონლაინ ფორმატში შეძლებენ პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლისთვის საჭირო მხარდამჭერი სერვისების მიღებას. მასწავლებელთა შრომის ანაზღაურება იქნება მზარდი”, – ნათქვამია მთავრობის მიერ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციაში.
ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფციის მიხედვით, სკოლის დაფინანსების არსებული მოდელი გაუმჯობესდება. აღნიშნულის შესახებ მთავრობის ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნულ კონცეფციაში წერია. შესაბამისი განკარგულება მიმდინარე…
საჯარო სკოლებში, საგაკვეთილო პროცესში, მობილური ტელეფონის გამოყენება პედაგოგებისთვისაც არ იქნება შესაძლებელი – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს. მათი ცნობით, შესაბამის ცვლილებას…
ამერიკის შეერთებული შტატები “ფულბრაიტის” მასწავლებელთა დახელოვნების (Teaching Excellence and Achievement) პროგრამას აცხადებს. პროგრამის ფარგლებში შერჩეული საბაზისო და საშუალო სკოლის მასწავლებლები აშშ-ის…