აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განაცხადებით, ნებისმიერი ირანთან ბიზნესურთიერთობაში მყოფ ქვეყანას, აშშ-სთან ვაჭრობისას 25%-იანი ტარიფი დაუწესდება.
როგორც ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, “განკარგულება საბოლოო და შეუცვლელია”. ამასთან ტარიფები „დაუყოვნებლივ ამოქმედდა“.
თუმცა რომელ ქვეყნებს შეეხება ტარიფები ან რა იგულისხმება „ირანთან ბიზნესის წარმოებაში“ აშშ-ის პრეზიდენტი არ აკონკრეტებს.
„ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ბიზნესს აწარმოებს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან წარმოებულ ნებისმიერ და ყველა ბიზნეს ოპერაციაზე 25%-იან ტარიფს გადაიხდის“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
Reuters-ი წერს, რომ თეთრი სახლის ვებგვერდზე აღნიშნული პოლიტიკის შესახებ ოფიციალური დოკუმენტაცია არ გამოქვეყნებულა. ასევე არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია იმ სამართლებრივი ბერკეტების შესახებ, რომლებსაც ტრამპი ტარიფების დასაწესებლად გამოიყენებდა, ან გავრცელდებოდა თუ არა ეს ზომები ირანის ყველა სავაჭრო პარტნიორზე. თეთრ სახლს გამოცემის კომენტარის მოთხოვნაზე პასუხი არ გაუცია.
გამოცემის ცნობითვე, ირანი ნავთობის მწარმოებელ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC) წევრი, წლებია ვაშინგტონის მკაცრი სანქციების ქვეშ იმყოფება. ის საკუთარი ნავთობის დიდ ნაწილს ჩინეთში ყიდის, ხოლო მის სხვა ძირითად სავაჭრო პარტნიორებს შორის არიან თურქეთი, ერაყი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ინდოეთი.
ირანში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაციები იმართება, რომლებიც თავდაპირველად მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო უკმაყოფილებით დაიწყო, შემდეგ კი სასულიერო მმართველობის დამხობის მოთხოვნებში გადაიზარდა. აშშ-ში ბაზირებული უფლებადამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს ინფორმაციით, 28 დეკემბერს პროტესტის დაწყებიდან დღემდე დადასტურებულია 599 ადამიანის გარდაცვალება, რომელთაგან 510 მომიტინგეა, ხოლო 89 — უსაფრთხოების ძალების თანამშრომელი.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა “მწვანე ბარათების” პროგრამა შეაჩერა. გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება უკავშირდება ბრაუნის უნივერსიტეტში მომხდარი სროლისა და MIT-ის პროფესორის მკვლელობაში…