2026 წლის ბოლომდე 25 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულებას ვგეგმავთ – რევაზ სოხაძე

2026 წლის ბოლომდე 25 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულებას ვგეგმავთ – რევაზ სოხაძე

„28 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია და მოსწავლეები მალე ახალ სასწავლო წელს განახლებულ გარემოში დაიწყებენ. წლის ბოლომდე კი კიდევ 25 სკოლის დასრულებას ვგეგმავთ”, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო არაერთ გაჭიანურებულ პროექტზე მუშაობს და არსებული პრობლემების მოგვარებასთან ერთად, სისტემური ცვლილებებიც იგეგმება.

„ძალიან ბევრი სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია გაჭიანურდა, რაც საბოლოოდ პირდაპირ აისახება მოსწავლეებზე და იმ პირობებზე, რომლებშიც მათ დღეს უწევთ სწავლა. ამ პრობლემებზე საუბარს არ გავურბივართ. პირიქით, ჩვენი მიდგომაა, ღიად ვისაუბროთ არსებულ გამოწვევებზე,
მოვახდინოთ მათი იდენტიფიცირება და თითოეულზე კონკრეტული გადაწყვეტილება მივიღოთ”,- განაცხადა სოხაძემ.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობითვე, 46 საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერები მიმდინარეობს, წლის ბოლომდე კი დამატებით 60 სკოლაზე სატენდერო პროცედურების გამოცხადება იგეგმება.

მსგავსი სიახლეები

რევაზ სოხაძე – ჩვენ არ გვინდა, უბრალოდ ავაშენოთ ინფრასტრუქტურა. მგვინდა, ახალი არქიტექტურული ღირებულება შევქმნათ

რევაზ სოხაძე – ჩვენ არ გვინდა, უბრალოდ ავაშენოთ ინფრასტრუქტურა.…

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საერთაშორისო არქიტექტურული ფორუმი SHARE Georgia 2026 გახსნა. მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და…
„განათლების სამინისტრომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც უნდა მიეღო“ – რევაზ სოხაძე 21-ე სკოლაში სწავლის პროცესის შეჩერებაზე

„განათლების სამინისტრომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც უნდა მიეღო“ –…

ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძის განცხადებით, თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში 18 სექტემბრიდან სასწავლო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრომ, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით,…
სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 20 საჯარო სკოლის პროექტირება- რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა

სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 20 საჯარო სკოლის პროექტირება- რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქვეყნის მასშტაბით 20 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციის ტენდერი გამოაცხადა. სამინისტროს ინფორმაციით, პროექტები მოიცავს მესტიის, წყალტუბოს, ყვარლის, ზუგდიდის,…