ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციისა და რეგულირების წესში ცვლილება შევიდა – დეტალები

ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციისა და რეგულირების წესში ცვლილება შევიდა – დეტალები

ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციისა და რეგულირების წესში ცვლილება შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

სებ-ის გადაწყვეტილების თანახმად, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ვალდებული იქნება, მის მიერ ვირტუალური აქტივის მომსახურების გაწევის ყველა სივრცეში/არხში (სათავო ოფისი, ფილიალი, თვითმომსახურების კიოსკი, ვებგვერდი, აპლიკაცია და სხვა), მომხმარებლისთვის თვალსაჩინო ადგილას და ფორმით განათავსოს ან მარტივად ხელმისაწვდომი გახადოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული პირის ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

“ცვლილება უზრუნველყოფს მომხმარებლის ინფორმირებულობის ზრდას და ამ გზით მათი ინტერესების დაცვას, რაც ხელს შეუწყობს ეროვნული ბანკის მიერ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის შესახებ საკანონმდებლო მოთხოვნის პრაქტიკაში ეფექტიანი აღსრულების პროცესს. ცვლილება თანხვედრაშია საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო მანდატის ფარგლებში ვირტუალური აქტივის მომსახურების მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარებასთან.

ამასთან, ეს იქნება დამატებითი მექანიზმი, რომელიც გაამარტივებს ვირტუალური აქტივის მომსახურების განმახორციელებელი სუბიექტების საქმიანობის ლეგიტიმურობის დადგენას.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკი რეგულარულად ახორციელებს იმ პირების იდენტიფიცირებას, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის გარეშე აწარმოებს ვირტუალური აქტივის მომსახურებას და შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი. აღნიშნულის თაობაზე, ეროვნულმა ბანკმა, მიმდინარე წლის ოქტომბერში, გაავრცელა განცხადება, რომლითაც მოუწოდა მოქალაქეებს, არ ისარგებლონ არარეგისტრირებული სუბიექტის ვირტუალური აქტივის მომსახურებით.

რეგულირების წესში ცვლილება 2026 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება,”- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

პარალელურად, პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო სებ-ის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები, რაც VASP-ებზე ეროვნული ბანკის რეგულაციებს აფართოებს.

ცვლილება ქართული ოცნების დეპუტატების მიერ არის მომზადებული და კანონპროექტით შემოდის ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების (VASP) ანუ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციების რეგულირება. თუკი აქამდე VASP-ების რეგულირება მათი რეესტრის წარმოებით და ლიცენზიების გაცემით შემოიფარგლებოდა, ახლა სებ-ს VASP-ების საქმიანობის უფრო ყოვლისმომცველი რეგულირება შეეძლება, რაც კლიენტთა მომსახურების საკითხებსაც დაარეგულირებს.

მსგავსი სიახლეები

2026 წლის მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 1.4%-მდე შემცირდა – სებ

2026 წლის მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 1.4%-მდე…

“2026 წლის მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 184.1 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა და 145.2 მლნ აშშ…
2026 წლის ივლისში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 488.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2026 წლის ივლისში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 488.2 მლნ…

2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვების შევსება განაგრძო, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.…
2026 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები წლიურად 3.9%-ით გაიზარდა და 350 მლნ დოლარი შეადგინა – სებ

2026 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები წლიურად 3.9%-ით…

2026 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 350 მლნ აშშ დოლარი (922.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან…