ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში მუშაობა დაიწყო სავალუტო ფონდის მორიგმა მისიამ (staff visit). დღეს მისიის ხელმძღვანელმა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა და მისიის წევრებმა, პირველი შეხვედრა გამართეს ხუციშვილთან.

“მიმდინარე სამუშაო ვიზიტის მიზანია, ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების განხილვა და საშუალოვადიანი პერიოდისთვის შემუშავებული ფისკალური პოლიტიკისა და პროგნოზების გაცნობა.

ფინანსთა მინისტრმა მისიის წევრებს გააცნო 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები და 2026 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის ძირითადი პარამეტრები, რომელთა დამტკიცებაც დღეს იგეგმება საქართველოს პარლამენტში. ასევე, საუბარი შეეხო 2026 წელს სსფ-ის წესდების IV მუხლის დებულებით („მეოთხე მუხლის კონსულტაციები“) გათვალისწინებული მოლაპარაკებების მოსამზადებელ სამუშაოებს”, – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ “ქართული ოცნების” ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე.

აღსანიშნავია, რომ IMF-ის მიერ მხარდაჭერილი $280-მილიონიანი პროგრამის მეორე მიმოხილვა 2023 წლის ზაფხულში, მას შემდეგ შეჩერდა, რაც საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შეიტანა, რამაც ინსტიტუტის დამოუკიდებლობაზე კითხვები გააჩინა. შეჩერებული პროგრამა ოფიციალურად 2025 წლის ივნისში დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

საქართველოსა და თურქმენეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, განსაკუთრებულ როლს შეასრულებს ორ რეგიონს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების შემდგომი გააქტიურების მიმართულებით – ფინანსთა მინისტრი

საქართველოსა და თურქმენეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, განსაკუთრებულ როლს შეასრულებს…

„საქართველოსა და თურქმენეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, განსაკუთრებულ როლს შეასრულებს ორ რეგიონს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების შემდგომი გააქტიურების მიმართულებით“, – განაცხადა ფინანსთა…
სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი კვლავ Ba2 დონეზე შეაფასა

სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან…

სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა შეაფასა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და გააუმჯობესა პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე, ხოლო რეიტინგი კვლავ Ba2 დონეზე შეაფასა. ინფორმაციას ფინანსთა…
ლაშა ხუციშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა

ლაშა ხუციშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,…