მანდარინის არასტანდარტული მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 2 600 000 ლარი გამოეყოფა, – ამის შესახებ აღნიშნულია “ოცნების” მთავრობის განკარგულებაში.
შესაბამისად, არასტანდარტული ციტრუსის ნაწილში უკვე დახარჯულ 4 მილიონ ლართან ერთად, ჯამური სუბსიდია 6.6 მილიონ ლარამდე იზრდება.
როგორც აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა სულხან თამაზაშვილმა 19 დეკემბერს განაცხადა, უკვე გადამუშავდა 12 ათას ტონამდე არასტანდარტული მანდარინი, რისთვისაც 4 მილიონ ლარამდე სუბსიდია გაიცა.
განკარგულების თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ციტრუსის გადამმუშავებელი კომპანიებისათვის, რომლებიც ციტრუსის სეზონზე ფიზიკური პირებისაგან შეისყიდიან 1 კილოგრამ არასტანდარტულ მანდარინს არანაკლებ 40 თეთრად, სუბსიდირებისათვის გათვალისწინებულია 35 თეთრი.
განკარგულების მიხედვით, ამ მიზნით, ფინანსთა სამინისტრო, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 2 600 000 ლარს გამოუყოფს.
ცნობისთვის, არასტანდარტულ მანდარინში ითვლება ყველა ის მანდარინი, რომელიც არ არის განსაზღვრული ბაზარზე სრულად რეალიზაციისთვის.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სულხან თამაზაშვილის თქმით, ციტრუსის სეზონი წარმატებით დასრულდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, სულხან თამაზაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრთან დენის სალუქვაძესთან ერთად,…
“მიმდინარე ციტრუსის სეზონზე უკვე ექსპორტირებულია $12 მილიონის ღირებულების 20 ათას ტონაზე მეტი პროდუქცია”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის…