საქართველო და სერბეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს იწყებენ – სამინისტრო

საქართველო და სერბეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს იწყებენ – სამინისტრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთს ეწვია. ინფორმაციას ამის შესახებ სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილი მონაწილეობას მიიღებს საქართველო–სერბეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მეორე სხდომაში, რომელსაც თანათავმჯდომარეების რანგში თავად ქვრივიშვილი და სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი იაგოდა ლაზარევიჩი გახსნიან.

სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე განიხილება ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მხარეები ხელს მოაწერენ ერთობლივ განცხადებას საქართველოსა და სერბეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილი ბელგრადში კომპანია „იგლ ჰილსის“ მიერ განხორციელებულ მასშტაბურ პროექტს – Eagle Hills – Belgrade Waterfront-ს დაათვალიერებს.

ამასთან, ის ბელგრადის საგამოფენო ცენტრსაც ეწვევა, სადაც მულტიმედიურ სივრცეში მომავალი საერთაშორისო გამოფენის — „ექსპო 2027“-ის პრეზენტაციას გაეცნობა. როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, ასეთი მაღალი რანგის საერთაშორისო გამოფენა დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში პირველად ჩატარდება და ის 2027 წლის 15 აპრილიდან 15 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

საქართველომ და ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებების ოქმს მოაწერეს ხელი

საქართველომ და ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებების ოქმს მოაწერეს…

საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში 10 თვის წინ, გასული წლის ივლისში დაანონსებული ცვლილებები შევიდა. ოქმს ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების…
მარიამ ქვრივიშვილი: ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ჩვენი ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა აშშ-თან აღდგება და გადაიტვირთება

მარიამ ქვრივიშვილი: ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ჩვენი ურთიერთობები და…

ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ჩვენი ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან აღდგება და გადაიტვირთება, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი…
არაერთი კომუნიკაცია იყო ბოლო პერიოდში, რაც გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ შესაძლებელი გახდება სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-სა და საქართველოს შორის – ირაკლი კობახიძე

არაერთი კომუნიკაცია იყო ბოლო პერიოდში, რაც გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ…

იყო არაერთი კომუნიკაცია ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. ეს ყველაფერი გვინარჩუნებს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელი გახდება სტრატეგიული პარტნიორობის განახლება ამერიკის შეერთებულ…