ადგილობრივი ინფლაციის ზრდას ყველაზე მეტად პურის, ძროხის ხორცისა და ყველის ფასები განაპირობებს – სებ

ადგილობრივი ინფლაციის ზრდას ყველაზე მეტად პურის, ძროხის ხორცისა და ყველის ფასები განაპირობებს – სებ

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ადგილობრივი ინფლაციის ზრდას ყველაზე მეტად პურის, ძროხის ხორცისა და ყველის ფასები განაპირობებს, (ჯამში 3.4 პპ-ით) – ამის შესახებ ეროვნული ბანკის თებერვლის თვის მიმოხილვაშია აღნიშნული.

მომსახურების ინფლაცია, რომელიც ადგილობრივის ძირითადი შემადგენელი ნაწილია, ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელს (3.0%) უტოლდება.

შერეულად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია 5.5% იყო. ამ კატეგორიაში ყველაზე დიდი წვლილი ზეთზე, კარტოფილსა და შოკოლადზე (ჯამში 2.4 პპ) მოდიოდა.

იმპორტირებული პროდუქტების ფასების წლიურმა ცვლილებამ -0.1% შეადგინა. იმპორტირებული პროდუქტების დეფლაციაზე ყველაზე მეტად საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაიაფება მოქმედებდა“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

სებ-ის მიმოხილვაში 4.8%-მდე დაჩქარებული წლიური ინფლაციის ფაქტორებიცაა აღნიშნული. ეროვნულ ბანკში მიიჩნევენ, რომ 2025 წლის II კვარტალიდან სამიზნე 3.0%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც სებ-ის შეფასებით, მეტწილად საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ ფაქტორებს უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ იანვარში ყოველთვიური ინფლაციაც დაჩქარდა. კერძოდ, 2026 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.2% შეადგინა. დეკემბერში ეს მაჩვენებლი მინუს 0.2% იყო.

„იანვარში გასულ თვესთან შედარებით სამომხმარებლო კალათაში აღსანიშნავი პომიდორის და კიტრის გაძვირება იყო, რამაც თვის ინფლაციაში 0.25 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა. ამის საპირისპიროდ, თვითმფრინავის ბილეთის გაიაფებამ თვის ინფლაცია 0.07 პპ-ით შეამცირა“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

მსგავსი სიახლეები

ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, სსფ-ის წესდების მეოთხე მუხლის დებულებით გათვალისწინებული კონსულტაციების ფარგლებში, საქართველოში სამუშაობა ვიზიტი დაიწყო. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღეს…
იანვარში საქართველოში ბანკების მოგება 19%-ით გაიზარდა

იანვარში საქართველოში ბანკების მოგება 19%-ით გაიზარდა

იანვარი კომერციულმა ბანკებმა 283.3 მლნ ლარის წმინდა მოგებით დახურეს, რაც წლის ჭრილში 19%-იანი ზრდაა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების თანახმად, 19…
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივა უარყოფითიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა – სებ

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივა უარყოფითიდან…

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივა (Ba2) უარყოფითიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ეროვნული ბანკის ცნობით, გამოქვეყნებულ ანგარიშში…