ამოქმედდა ინოვაციური სტარტაპების საგადასახადო შეღავათები – რას ითვალისწინებს კანონი

ამოქმედდა ინოვაციური სტარტაპების საგადასახადო შეღავათები – რას ითვალისწინებს კანონი

შემოსავლების სამსახურის თანახმად, 24 სექტემბრიდან ამოქმედდება ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში, რომლითაც განისაზღვრა „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონით გათვალისწინებული ინოვაციური სტარტაპის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის, კვლევებისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მქონე პირების საგადასახადო შეღავათების სამართლებრივი საფუძველი.

აღნიშნული შეღავათი ინოვაციურ კომპანიებს მათი დაფუძნებიდან პირველი სამი წლის განმავლობაში არაერთი მიმართულებით აწესებს საგადასახადო შეღავათებს.

„ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილება ითვალისწინებს შემდეგ ხელშემწყობ მექანიზმებს:

ინოვაციური სტარტაპი

  • ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭებიდან პირველი 3 წლის განმავლობაში მის მიერ გაცემული ხელფასი საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ოდენობის ფარგლებში საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება;
  • ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭების მე-4 წლიდან მომდევნო 3 წლის განმავლობაში მის მიერ გაცემული ხელფასი საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით იბეგრება, ხოლო იმავე პერიოდში ინოვაციური სტარტაპის მოგების გადასახადის განაკვეთი 5%-ია;
  • ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭების მე-7 წლიდან მომდევნო 4 წლის განმავლობაში მის მიერ გაცემული ხელფასი საშემოსავლო გადასახადის 10%-იანი განაკვეთით იბეგრება, ხოლო იმავე პერიოდში ინოვაციური სტარტაპის მოგების გადასახადის განაკვეთი 10%-ია.

ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანია

  • ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანია უფლებამოსილია წინა ფინანსურ წელს დაგროვილი წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილების შემთხვევაში მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით შეიმციროს მის მიერ წინა ფინანსურ წელს კვლევისა და განვითარებისთვის გაწეული ხარჯების სამმაგი ოდენობით.
  • ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტი უფლებამოსილია მოგების რეინვესტირების შემთხვევაში ისარგებლოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ხელშემწყობი მექანიზმებით.

კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანია

  • კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის მიერ შესაბამისი სტატუსის მოქმედების პერიოდში გაცემული ხელფასი საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით იბეგრება.
  • კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის მოგების გადასახადის განაკვეთი 5%-ია.

მსგავსი სიახლეები

არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების ნაცვლად, მხარდაჭერა თანამედროვე ბაღების გაშენებისკენაა მიმართულია – სამინისტრო

არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების ნაცვლად, მხარდაჭერა თანამედროვე ბაღების გაშენებისკენაა მიმართულია…

არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების ნაცვლად, მხარდაჭერა მიმართულია თანამედროვე ბაღების გაშენებისა და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებისკენ – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის…
საქართველო საერთაშორისო ანტარქტიდულ და კრიოსფერულ კვლევებში მიიღებს მონაწილეობას – მემორანდუმი

საქართველო საერთაშორისო ანტარქტიდულ და კრიოსფერულ კვლევებში მიიღებს მონაწილეობას –…

გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და “კრიოსფეროს ფონდს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების მთავარი მიზანი საქართველოს საერთაშორისო ანტარქტიდულ და კრიოსფერულ სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვა…
2026 წლის ბოლომდე 25 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულებას ვგეგმავთ – რევაზ სოხაძე

2026 წლის ბოლომდე 25 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულებას ვგეგმავთ –…

„28 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია და მოსწავლეები მალე ახალ სასწავლო წელს განახლებულ გარემოში დაიწყებენ. წლის ბოლომდე კი კიდევ 25 სკოლის…