“ამ ეტაპზე რთულია ზუსტად განვსაზღვროთ ამერიკული ტარიფების გავლენა, ამიტომ ვაკვირდებით პროცესს” – “წყალი მარგებელი”

“ამ ეტაპზე რთულია ზუსტად განვსაზღვროთ ამერიკული ტარიფების გავლენა, ამიტომ ვაკვირდებით პროცესს” – “წყალი მარგებელი”

კომპანია “წყალი მარგებელი” ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ ახალ  ტარიფებს და  მის საქართველოზე გავლენას   ეხმაურება. 

როგორც კომპანიიდან “ბიზნესპარტნიორის” კითხვების საპასუხოდ გამოგზავნილ ინფორმაციაშია აღნიშნული,  აშშ-ის პრეზიდენტის მიერ დაწესებული ახალი ტარიფების ფარგლებში, 10%-იანი საბაჟო გადასახადები “წყალი მარგებელის” მიერ წარმოებულ პროდუქტზეც ვრცელდება.

“ამ ეტაპზე რთულია ზუსტად განვსაზღვროთ მათი გავლენა, ამიტომ ვაკვირდებით პროცესს და შემდგომ მივიღებთ უფრო ზუსტ გადაწყვეტილებებს. პირველი კონტეინერების მაგალითზე შევაფასებთ შესაძლო ცვლილებებს და საჭიროების შემთხვევაში  შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ,”-აცხადებენ “წყალი ნაბეღლავში”. 

მათივე ცნობით, 2024 წლის მდგომარეობით, “წყალი მარგებელის”  ამერიკის მიმართულება, კომპანიის  მთლიანი ექსპორტის 3% შეადგენს. ამ დროისთვის  კომპანია ექსპორტს  30 ქვეყანაში ახორციელებს. 

“მუდმივად ვმუშაობთ ახალი ბაზრების ათვისებაზე. თურქეთის ბაზარზე უკვე რამდენიმე წელია გარკვეული ნიშა გვაქვს დაკავებული და ექსპორტს წარმატებით ვახორციელებთ. სამხრეთ კორეაში ექსპორტი პირველად გასულ წელს შედგა. ამ ეტაპზე ვცდილობთ გავზარდოთ მოცულობები და  გადატვირთვების პროცესი დავასტაბილუროთ,”- აცხადებენ “წყალი მარგებელში”. 

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკაში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ 10%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ განაცხადა. აღსანიშნავია ისიც, რომ ტრამპის მიერ გამოცხადებული ტარიფების ფარგლებში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართ საბაზისო 10%-იანი ტარიფი იმოქმედებს. რაც შეეხება ვადებს, საბაზისო 10%-იანი ტარიფები 5 აპრილს ამოქმედდა. 

CNBC-ის ინფორმაციით, ტარიფები არ ეხება შემდეგ პროდუქციას: 

  • ფარმაცევტული პროდუქტები
  • ნახევარგამტარები
  • ხის მასალა
  • სპილენძი და ოქრო
  • ენერგეტიკული რესურსები და მინერალები, რომლებიც აშშ-ში მიუწვდომელია

რაც შეეხება კომპანიას  “წყალი მარგებელი”, ის  ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა საქართველოში, რომლის შემადგენლობაში გურიაში, სოფელ ნაბეღლავში არსებული უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი ქარხანა შედის. “წყალი მარგებელი” რამდენიმე დასახელების პროდუქტს აწარმოებს, მათ შორის: “ნაბეღლავი”, “ჯეონატურა”, “რაუხი”, “ბახმარო” და “ბუღა”. 

მსგავსი სიახლეები

სეს: რეგიონებში კარდაკარის პრინციპით პატრონიანი ძაღლების უფასო ჩიპირება და ვაქცინაცია დაიწყო

სეს: რეგიონებში კარდაკარის პრინციპით პატრონიანი ძაღლების უფასო ჩიპირება და…

რეგიონებში კარდაკარის პრინციპით პატრონიანი ძაღლების უფასო ჩიპირება და ვაქცინაცია დაიწყო, – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს…
ქართული ღვინო ბერლინში საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში წარადგინეს

ქართული ღვინო ბერლინში საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში წარადგინეს

ბერლინში „Berliner Wine Trophy“-ის ფარგლებში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტო იტყობინება, კონკურსის ფარგლებში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია კონკურსზე მოწვეული ღვინის ჟურნალისტების,…
“ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მეცხვარეობის განვითარებას” – სონღულაშვილი

“ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მეცხვარეობის განვითარებას” – სონღულაშვილი

“ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მეცხვარეობის განვითარებას და ფერმერებს გაფართოების შესაძლებლობა მივცეთ”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით…