ანტიკორუფციული ბიურო მაღალი დონის კორუფციასთან მებრძოლ ძლიერ ინსტიტუტად ვერ იქცა – სახდეპი

ანტიკორუფციული ბიურო მაღალი დონის კორუფციასთან მებრძოლ ძლიერ ინსტიტუტად ვერ იქცა – სახდეპი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2024 წლის საქართველოს საინვესტიციო კლიმატის ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც არაერთ საკითხს მათ შორის კორუფციის მიმართულებით საქართველოში არსებულ მდგომარეობას მოიცავს.

ქვეთავში, სახელწოდებით “კორუფცია” მიმოხილულია ის სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც კორუფციული სამართალდარღვევების მიმართულებით არსებობს. ნათქვამია, რომ სახელმწიფო მაღალჩინოსნებს ევალებათ შეავსონ ქონებრივი დეკლარაციები, ხოლო კორუფციული დარღვევებისთვის კანონმდებლობა 6-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თუმცა, სახელმწიფო დეპარტამენტი მიუთითებს, რომ მაღალი რანგის კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით გამოწვევები არსებობს.

“საჭიროა შემდგომი ძალისხმევა მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ, უფრო კონკრეტულად კი იმ გავლენების დასაძლევად, რომელიც არსებობს პოლიტიკურ, სამართლებრივ და ეკონომიკურ სფეროებზე,” – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში არის საუბარი, უკავშირდება ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, ინსტიტუციური დამოუკიდებლობა აკლია.

“როგორც ანტიკორუფციულ ბიუროზე ვენეციის კომისიის დასკვნაში არის შეფასებული, ბიურო თავს უყრის სხვადასხვა ანტიკორუფციულ ფუნქციას, თუმცა ბიურო ჩამოუვარდება იმ გაცხადებულ მიზანს, რაც ანტიკორუფციული მიმართულებით ძლიერი წარმმართველი ორგანოს შექმნას წარმოადგენდა, რომელსაც მაღალი დონის კორუფციისთვის უნდა გაეცა ადეკვატური პასუხი,”- წერს სახელმწიფო დეპარტამენტი.

ამასთან, სახდეპი მიუთითებს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროს ინსტიტუციური მოწყობა არ აძლევს მას საკმარის დამოუკიდებლობას, რათა ის კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ ძლიერ ორგანოდ იქცეს, აღნიშნული კი განპირობებულია იმით რომ ბიუროს თავმჯდომარეს ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი, რაც ბიუროზე მთავრობის მხრიდან პოლიტიკური გავლენის არსებობაზე მეტყველებს.

მსგავსი სიახლეები

რატომ მყარდება ლარი? – “თიბისი კაპიტალის” შეფასება

რატომ მყარდება ლარი? – “თიბისი კაპიტალის” შეფასება

“თიბისი კაპიტალის” თანახმად, ლარის ბოლოდროინდელი გამყარება სიურპრიზი არ ყოფილა, ვინაიდან წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა…
სოხუმის აეროპორტის გახსნას თბილისი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად განიხილავს

სოხუმის აეროპორტის გახსნას თბილისი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად განიხილავს

2025 წლის 10 თებერვალს, თბილისში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან: ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან გაიმართა. საგარეო საქმეთა…
„ქვემო სვანეთი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი რეგიონია საქართველოში“ – რა გამოწვევებია რეგიონში?

„ქვემო სვანეთი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი რეგიონია საქართველოში“ –…

„ქვემო სვანეთი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი რეგიონია საქართველოში“ , – ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში ქვემო სვანეთში მდებარე ტურისტული ობიექტის, Roots Svaneti-ს…