ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის აპრილში ქართულმა ბანკებმა სულ 3,994 იპოთეკური კრედიტი გასცეს, რომელთა მთლიანი ღირებულებაც 325.7 მილიონ ლარს შეადგენდა. ახალი იპოთეკური სესხების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით შემცირდა, ხოლო გაცემული კრედიტების პორტფელი კი 18%-ით არის შემცირებული.
2025 წლის 4 თვეში ქართულმა ბანკებმა 1.28 მილიარდი ლარის ახალი იპოთეკური კრედიტები გასცეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26 მილიონი ლარით ნაკლებია. რაც შეეხება კრედიტების რაოდენობას, ის 14,648-ს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 17%-ით არის შემცირებული.
იპოთეკური დაკრედიტების პორტფელის ზრდის დაბალი ტემპის გამო, 26 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა რეგულაციების გამარტივების გადაწყვეტილება მიიღო. მის შედეგად სესხში შესაძლებელი გახდა პირველადი შენატანი იყოს ბინის ღირებულების 10%, ხოლო 90% კი კრედიტი, ნაცვლად აქამდე მოქმედი წესისა, რომელიც განსაზღვრავდა რომ მომხმარებელი ბინის შესაძენად დებდა 15%-ს, ხოლო ბინის ღირებულების 85%-ს ბანკისგან იღებდა.
2025 წლის აპრილის მდგომარეობით, ლარის იპოთეკური სესხების საშუალო განაკვეთი არის 13.26%, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.88 პროცენტული პუნქტით მეტია, შესაბამისად ქვეყანაში იპოთეკური კრედიტები გაძვირებულია.
რეგიონებში კარდაკარის პრინციპით პატრონიანი ძაღლების უფასო ჩიპირება და ვაქცინაცია დაიწყო, – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს…
ბერლინში „Berliner Wine Trophy“-ის ფარგლებში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტო იტყობინება, კონკურსის ფარგლებში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია კონკურსზე მოწვეული ღვინის ჟურნალისტების,…
“ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მეცხვარეობის განვითარებას და ფერმერებს გაფართოების შესაძლებლობა მივცეთ”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით…