აპრილში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ გაიზარდა – დასაქმების თრექერი

აპრილში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ გაიზარდა – დასაქმების თრექერი

PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, 2025 წლის აპრილში,იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ გაიზარდა.

კერძოდ, ასეთი ადამიანების რაოდენობა აპრილში 3.1%-ს შეადგენდა, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.2 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

ასევე, დოკუმენტში წერია, რომ 2025 წლის აპრილში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 0- დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს იღებდნენ, 12.9%-ს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი კი 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.1 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

დასაქმების თრექერის მიხედვით, 2025 წლის აპრილში, ასევე გაზრდილია იმ ადამიანების რაოდენობაც, რომლებიც 2 400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ.

მსგავსი სიახლეები

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი – „ასკანელი რეზორტი“ კახეთს კიდევ უფრო მეტ ტურისტულ მიზიდულობას შესძენს – კობახიძე

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი – „ასკანელი რეზორტი“ კახეთს კიდევ უფრო…

მიხარია, რომ ამ უმშვენიერეს სოფელ სანავარდოში ვხსნით დღეს ხუთვარსკვლავიან სასტუმრო კომპლექსს – „ასკანელი რეზორტს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ…
ყველა იმ ოჯახსაც, რომელსაც საცხოვრისის პრობლემა არ აქვს, ექნება უფლება, მოგვმართოს და კომპენსაცია მიიღოს – მიხეილ სარჯველაძე

ყველა იმ ოჯახსაც, რომელსაც საცხოვრისის პრობლემა არ აქვს, ექნება…

„დევნილ ოჯახებს, რომლებიც არ ირიცხებიან იმ ოჯახთა სიაში, ვისაც სახელმწიფომ შეუსრულა ვალდებულება განსახლებასთან დაკავშირებით, ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ სახელმწიფოსგან კომპენსაცია. ყველა იმ…
სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით შემწეობის მიმღებთა რიცხვი 23 ათასით შემცირდა

სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით შემწეობის მიმღებთა რიცხვი 23 ათასით შემცირდა

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 23 241-ით შემცირდა. შედეგად საარსებო შემწეობას ჯამში 547…