საქსტატმა 2025 წლის აპრილის ეკონომიკური ზრდის ამსახველი შეფასება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველ 4 თვეში ეკონომიკური ზრდა 8.8% იყო.
საქსტატის თანახმად, აპრილში საქართველოს კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ 14.1 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.4%-ით მეტია. საქსტატის თანახმად, ეკონომიკური ზრდის მთავარი განმაპირობებელი IT სექტორში ბრუნვის ზრდა იყო, ხოლო მშენებლობისა და დამმუშავებელი მრეწველობის სექტორებში კი კლება აღინიშნა.
“2025 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთო-მოპოვებითი მრეწველობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და დამმუშავებელი მრეწველობის სექტორებში”, – ნათქვამია საქსტატის შეფასებაში.
საქსტატის თანახმად, ეკონომიკურ ზრდაზე ასევე დადებითი გავლენა მოახდინა 14.2%-ით გაზრდილმა ექსპორტმაც.
მიხარია, რომ ამ უმშვენიერეს სოფელ სანავარდოში ვხსნით დღეს ხუთვარსკვლავიან სასტუმრო კომპლექსს – „ასკანელი რეზორტს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ…
„დევნილ ოჯახებს, რომლებიც არ ირიცხებიან იმ ოჯახთა სიაში, ვისაც სახელმწიფომ შეუსრულა ვალდებულება განსახლებასთან დაკავშირებით, ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ სახელმწიფოსგან კომპენსაცია. ყველა იმ…
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 23 241-ით შემცირდა. შედეგად საარსებო შემწეობას ჯამში 547…