წელს, საქართველოდან აშშ-ში რეკორდული რაოდენობის ღვინის ექსპორტი განხორციელდა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში ქვეყნიდან აშშ-ში 5,9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 994 260 ლიტრი ღვინო გავიდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 3,7 მლნ აშშ დოლარის 598 190 ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა. 2022 წელს კი, 3,9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 708 820 ლიტრი ღვინო გავიდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, სადაც 2013 წლიდან ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებულმა ღონისძიებებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის და ექსპორტის ზრდას.
„აშშ-ში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის კამპანიის ფარგლებში, მიმდინარე წლის შემოდგომაზე განხორციელდა ამერიკელი ღვინის პროფესიონალებისა და ჟურნალისტების საქართველოში ვიზიტები; ქალაქ ნიუ-იორკში, ორი კვირის განმავლობაში, 25 სარეკლამო აბრაზე (ლაითბოქსი) განთავსებული იყო ქართული ღვინის სარეკლამო ბანერები; ქალაქ ნიუ-იორკში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენაც „გრანდ თეისტინგი“ ჩატარდა; გაგრძელდა თანამშრომლობა პრესტიჟულ ამერიკულ ღვინის გამოცემასთან „Wine Enthusiast“ და სხვა მედია საშუალებებთან.
აღსანიშნავია, 2023 წელს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით განხორციელებული სარეკლამო კამპანია და თანამშრომლობა ისეთ გავლენიან მედია საშუალებებთან, როგორიც არის CBS და CNN, რამაც 2023 წლის ბოლოს და 2024 წლის განვლილი პერიოდში, აშშ-ში ქართული ღვინის გაყიდვების უპრეცედენტო ზრდა განაპირობა.
აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას ღვინის ეროვნულ სააგენტო უმსხვილეს ამერიკულ მარკეტინგულ კომპანიასთან “Colangelo&Partners” თანამშრომლობით ახორციელებს“, – იტყობინება ღვინის ეროვნული სააგენტო.
აღსანიშნია, რომ კამპანიის ფარგლებში, გამოცემის The New York Times-ის ოფიციალურ ვებგვერდზე, რომელსაც კვირის განმავლობაში, საშუალოდ 100 მლნ მომხმარებელი ჰყავს, ქართული ღვინის სარეკლამო ბანერების სლაიდშოუ განთავსდა.
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის ინიციატივით, საქართველო მსოფლიოს პირველ ქვეყნებს უერთდება, სადაც AI სასკოლო პროგრამის ნაწილია. წელს AI წიგნიერების სასკოლო პროექტი საპილოტე…
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კრიპტოკომპანია „ბიტექსჩეინჯი“ 572 118 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ “ბიზნესპრესნიუსი” ეროვნულ ბანკზე დაყრდნობით წერს. სებ-ის განცხადებაში განმარტებულია პროვაიდერის…
8 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6019 ლარი გახდა.…