ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებს კომპანია Concentrix Georgia-ს ხელმძღვანელობასთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ.
საქმე ის არის, რომ კომპანიაში საგამოძიებო სამსახური შევიდა. ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.
„რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, კომპანიის ხელმძღვანელობასთან რეგულარული კომუნიკაცია აქვს „აწარმოე საქართველოს“ და კომპანიის ხელმძღვანელობა სრულად გაგებით ეკიდება საგამოძიებო მოქმედებებს. პირიქით, შეიძლება ეს მათთვისაც იყოს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო. ეს არის საერთაშორისო მასშტაბის მქონე კომპანია და მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაცია რეპუტაციის შესანარჩუნებლად“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,…
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, მოადგილე ლანა მორგოშიასთან და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიასთან ერთად, მცხეთის მშენებარე იუსტიციის სახლი დაათვალიერა და ადგილზე…
საქართველოს საპენსიო ფონდი მაისის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ფონდის ზომამ გასულ თვეში 9.4 მილიარდ ლარს გადააჭარბა. სისტემაში სულ 1,553,262 ადამიანის დანაზოგები არის…